როგორ გავხდეთ მილიონერი – მასწავლებლებს შანსი მიეცათ

© Fotolia / Syda Productionsსკოლის მოსწავლეები
სკოლის მოსწავლეები - Sputnik საქართველო
გამოწერა
"მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს" გამარჯვებულს შესაძლებლობა ექნება, მონაწილეობა მიიღოს კამპანიაში "მასწავლებლის მსოფლიო პრემია", რომლის გამარჯვებულიც ერთ მილიონ დოლარს მიიღებს.

თბილისი, 15 მაისი — Sputnik. საქართველოში პირველად გამოავლენენ ქვეყნის დამსახურებულ პედაგოგს და „მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოს" გადასცემენ, რაც მასწავლებლების საერთაშორისო კონკურსში The Global Teacher Prize მონაწილეობის საშუალებას იძლევა. კონკურსში მთავარი პრიზი ერთი მილიონი აშშ დოლარია.

სკოლა - Sputnik საქართველო
არაქართულენოვანი სკოლების პედაგოგებს პროფესიულ განვითარებაში დაეხმარებიან

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო" გლობალური კამპანიის The Global Teacher Prize ნაწილია. პრემიას ფონდი Varkey GEMS Foundation ყოველწლიურად გადასცემს ყველაზე გამოჩენილ პედაგოგს მოწინავე შეხედულებებით, რომლებიც ყურადღებას იჩენენ თავიანთი მოსწავლეების მიმართ და წარმატების სურვილს უჩენენ მათ და ირგვლივ მყოფ ადამიანებს.

ორშაბათს კოალიცია „განათლება ყველასათვის — საქართველოს", განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი. მემორანდუმი ყოველწლიური "მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს" დაწესებას ითვალისწინებს, აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

სახელმწიფო პოლიტიკა მასწავლებლების პრესტიჟის ამაღლებისკენ არის მიმართული, განაცხადა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და აღნიშნა, რომ აუცილებელია პედაგოგებს შორის მოტივაციის ამაღლება და მათი პროფესიის პოპულარიზება. მისი თქმით, ამ პროექტზე მუშაობა რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

№103 სკოლის მოსწავლეები - Sputnik საქართველო
ჯეჯელავა: ბავშვებმა უნდა ისწავლონ და არა იტანჯონ

„მსოფლიოში ტარდება ასეთი კონკურსები და ჩვენმა მასწავლებლებმა არაერთხელ გამოთქვეს სურვილი, რომ მათი კანდიდატურებიც იყოს წარდგენილი. დღეიდან მათ აქვთ შესაძლებლობა, ჯერჯერობით საქართველოს მასშტაბით, რომ მიიღონ მონაწილეობა კონკურსში, წარმოადგინონ საკუთარი პრაქტიკიდან თავიანთი საუკეთესო ნამუშევრები და პროექტები. გამარჯვებული პედაგოგი უკვე საერთაშორისო კონკურსზე გაემგზავრება", — განაცხადა გიგაურმა.

მაისის ბოლოს გაიმართება პრესკონფერენცია "მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს" შესახებ, სადაც პედაგოგებსა და საზოგადოებას გააცნობენ იმ კრიტერიუმებს, რომელთა მიხედვითაც შეარჩევენ პედაგოგებს. ამის შემდეგ გაიმართება ღია კონკურსი.

შედეგები 5 ოქტომბერს — მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს გამოცხადდება.

The Global Teacher Prize-ის გამარჯვებულის გამოვლენისას ითვალისწინებენ რამდენიმე კრიტერიუმს: მასწავლებლის მიღწევების აღიარება სკოლასა და მის ფარგლებს გარეთ; სწავლების ინოვაციური და ეფექტური მეთოდების გამოყენება; მიღწევები სკოლის მიღმა; მასწავლებლის პროფესიის შესწავლით სხვების დაინტერესება; წვლილი პროფესიის საზოგადოებრივ განხილვაში; კლასში მოსწავლეების სწავლისას თვალსაჩინო შედეგები; ბავშვების აღზრდა გლობალიზაციის კალაპოტში ზოგადსაკაცობრიო ფასეულობების პატივისცემით.

UG-Limes-ს მოსწავლე - Sputnik საქართველო
რობოტექნიკის აკადემია თბილისში - მათემატიკის სწავლა ადვილია

გამარჯვებულს შეარჩევს The Global Teacher Prize-ის ავტორიტეტული აკადემია, რომლის შემადგენლობაში შედიან სკოლის დირექტორები, განათლების სფეროს სპეციალისტები, კომენტატორები, ჟურნალისტები, თანამდებობის პირები, მეწარმეები ტექნოლოგიების სფეროში, კომპანიების დირექტორები და მეცნიერები მთელი მსოფლიოდან.

პრემიის მიღება შეუძლიათ მასწავლებლებს, რომლებიც ამჟამად მუშაობენ სავალდებულო საშუალო განათლების დაწესებულებებში 5-დან 18 წლამდე ბავშვებთან. მონაწილეობის უფლება აქვთ ასევე ნაწილობრივ დაკავებულ და ონლაინ-კურსების მასწავლებლებს.

პრემია შეიძლება მიენიჭოს მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერი ტიპის სკოლის მასწავლებელს.

ყველა ახალი ამბავი
0