არაქართულენოვანი სკოლების პედაგოგებს პროფესიულ განვითარებაში დაეხმარებიან

© photo: Sputnik / Denis Aslanovსკოლა
სკოლა - Sputnik საქართველო
გამოწერა
პირველად საქართველოში არაქართულენოვანი სკოლების პედაგოგებსა და დირექტორებს სახელმწიფო პროფესიული ზრდის შესაძლებლობას მისცემს.

თბილისი, 11 მაისი — Sputnik. პირველად, საქართველოს ზოგადი განათლების სფეროში, არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებელთა და დირექტორთა მასშტაბური გადამზადება იწყება, ნათქვამია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

პროექტის ფარგლებში, ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიის, მათემატიკის, ინგლისურისა და გეოგრაფიის მე-7-მე-12 კლასების 2177 მასწავლებელი გადამზადდება.

გადამზადებას ასევე გაივლის 231 დირექტორი და ფასილიტატორი, ანუ უფროსი პედაგოგი, რომელიც მასწავლებლებს პროფესიონალურ ზრდაში ეხმარება.

ტრენინგები და სამუშაო შეხვედრები ჩატარდება ეთნიკური უმცირესობების ენებზე, კერძოდ, აზერბაიჯანულად, რუსულად და სომხურად.

არაქართული სკოლების მასწავლებლები გაივლიან ორ სატრენინგო კურსს: ზოგადპროფესიულ უნარებში და საგნობრივი მეთოდიკის კურსს.

მოსწავლეები - Sputnik საქართველო
როგორ სწავლობენ ქართველი მოსწავლეები

დირექტორებისთვის კი ამოქმედდება „ლიდერობის აკადემია“, რომელიც სამი საფეხურისგან შედგება და მიზნად ისახავს საჯარო სკოლის დირექტორთა უწყვეტ პროფესიულ განვითარებას.

სკოლის დირექტორები  გაიუმჯობესებენ საკუთარ პრაქტიკას შემდეგი მიმართულებებით: დროის, ფინანსებისა და ადამიანური რესურსების ეფექტიანი მართვა; მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს გაუმჯობესება; სასწავლო თემების განვითარება; სკოლაში ინოვაციური და ინტერაქტიული მეთოდების დანერგვა; მონიტორინგისა და შეფასების სისტემის დანერგვა.

პროექტს ახორციელებს „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველო“ და საქართველოს განათლების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.

ყველა ახალი ამბავი
0