ქართული პროდუქცია უფრო პოპულარული ხდება – ექსპორტი 30%-ით გაიზარდა

© Sputnik / Alexander Imedashviliსატვირთო ავტომანქანა საქართველოს სამხედრო გზაზე
სატვირთო ავტომანქანა საქართველოს სამხედრო გზაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ტრადიციულ საექსპორტო პროდუქტებს – ფეროშენადნობებსა და ღვინოს ტანსაცმელი და მედიკამენტები დაემატა.

თბილისი, 15 მაისი — Sputnik. საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2017 წლის იანვარ-აპრილში დაახლოებით 3,1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), რაც 2016 წლის ანალოგიური პერიოდზე 17%-ით მეტია.

მსოფლიო ბანკი - Sputnik საქართველო
საქართველოს ეკონომიკის ზრდა 2017 წელს რეგიონში ყველაზე დიდი იქნება

2017 წლის პირველ ოთხ თვეში ექსპორტმა 788 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 30%-ით მეტია, აღნიშნულია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის "საქსტატის" მასალებში.

13%-ით გაიზარდა იმპორტი — მისმა მოცულობამ იანვარ-აპრილში 2,3 მლრდ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა.

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა პირველ ოთხ თვეში 1,5 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც მთელი საგარეო ბრუნვის 49%-ს წარმოადგენს. ეს მაჩვენებელი 2016 წლის მაჩვენებელზე 4%-ით უკეთესია.

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, 2017 წლის აპრილში ექსპორტი 28%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი — 6%-ით. შედეგად, აპრილში სავაჭრო ბალანსი 11,6 მლნ აშშ დოლარით გაუმჯობესდა.

შეთანხმების ხელმოწერა ჩინეთსა და საქართველოს შორის - Sputnik საქართველო
საქართველომ და ჩინეთმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ

კერძოდ, აპრილში ფეროშენადნობების ექსპორტი გაიზარდა 73%-ით, მაისურებისა და თბილი ტანსაცმლის — 73%-ით, სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების — 39%-ით, მედიკამენტების — 26%-ით, ნატურალური ღვინოების — 8%-ით, მინერალური წყლების — 5%-ით.

რაც შეეხება იმპორტს, საერთო მაჩვენებელში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტმა შეადგინა 37%, ნავთობგაზებისა და აირადი ნახშირწყალბადების (ბუნებრივი აირი) — 32%, ხოლო ტელეფონის აპარატების — 52%.

გარედან მოთხოვნის ზრდის პარალელურად მოსალოდნელია ექსპორტის შემდგომი ზრდა, რასაც ხელს შეუწყობს შეთანხმებების გაფორმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, ნათქვამია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ყველა ახალი ამბავი
0