NDI: საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი არცერთ პარტიას არ უჭერს მხარს

© Sputnik / Alexander Imedashvili"ქართული ოცნების" მხარდამჭერები
ქართული ოცნების მხარდამჭერები - Sputnik საქართველო
გამოწერა
თუ რომელ პოლიტიკურ პარტიას უჭერენ მხარს საქართველოს მოქალაქეები, ამის გასაგებად ქვეყანაში აპრილის თვეში სოციოლოგიური გამოკითხვა ჩატარდა.

თბილისი, 15 მაისი — Sputnik. საქართველოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ქვეყანაში მოქმედ არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ უჭერს მხარს. ასეთია აშშ-ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) გამოკითხვის შედეგები.

კვლევის შედეგები საქართველოში NDI-ს დირექტორმა ლორა ტორნტონმა ორშაბათს გაასაჯაროვა.

საქართველოს დროშა - Sputnik საქართველო
რა აწუხებს საქართველოს მოსახლეობას - NDI-ს კვლევა

კითხვაზე, „რომელი პარტიაა თქვენთან ახლოს შეხედულებებით“, რესპონდენტების 38%-მა უპასუხა – „არც ერთი პარტია“, 4%-ს პასუხი არ ჰქონდა, ხოლო 3%-მა კითხვაზე პასუხის გაცემაზე უარი განაცხადა.

მმართველ პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ რესპონდენტების 29% უჭერს მხარს, ხოლო ყოფილ სახელისუფლებო ძალას — „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ – 10%.

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსისადმი“, რომელიც საპარლამენტო უმცირესობას წარმოადგენს, სიმპათიითაა განწყობილი გამოკითხვაში მონაწილეთა 4%, რაც შეეხება არასაპარლამენტო „ლეიბორისტულ პარტიას“, მას 3% უჭერს მხარს. დანარჩენმა პარტიებმა ერთად გამოკითხვაში მონაწილეთა ხმების 8% მიიღეს.

კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ საზოგადოებაში მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საზოგადოებისადმი“ მხარდამჭერთა რიცხვი საგრძნობლად შემცირდა.

ლევან იზორია - Sputnik საქართველო
იზორია: მსოფლიოში არსებული საფრთხეებიდან გამომდინარე საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა

საქართველოს ბოლო საპარლამენტო არჩევნებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ (2016 წლის ნოემბერ-დეკემბერი) ჩატარებული NDI-ს კვლევის თანახმად, მმართველ პარტიას მოსახლეობის 40% უჭერდა მხარს, „ნაციონალურ მოძრაობას“ — 10%.

NDI — ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც საქართველოში საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებს 2010 წლიდან ახორციელებს. ამჯერად გამოკითხვა პროგრამა UK Aid Direct-ის ფარგლებში დიდი ბრიტანეთის მთავრობის მხარდაჭერით NDI-ს დაკვეთით ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა“ (СRRС) ჩაატარა.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა საქართველოში 7–28 აპრილს ჩატარდა. პირდაპირი ინტერვიუს სახით გამოიკითხა საქართველოს 2 493 მოქალაქე, მათ შორის, სომხურ- და აზერბაიჯანულენოვანი მოქალქეები. გამოკითხვის ცდომილებაა +/- 2,7%.

ყველა ახალი ამბავი
0