ტიმოშენკო: უკრაინის ხელისუფლებას იანუკოვიჩის გამართლება უნდა

© photo: Sputnik / Stringer / გადასვლა მედიაბანკშიიულია ტიმოშენკო
იულია ტიმოშენკო - Sputnik საქართველო
გამოწერა
იულია ტიმოშენკო ამტკიცებს, რომ უკრაინის ექს-პრეზიდენტ იანუკოვიჩის სახელმწიფო ღალატის თემა პოლიტიზირებულია და მთელი რიგი პროცედურული ნორმებია დარღვეული.

თბილისი, 13 მაისი-Sputnik. უკრაინული პარტია „ბატკივშინას“ ლიდერი იულია ტიმოშენკო,  ქვეყნის ხელისუფლებას, ექს-პრეზიდენტ იანუკოვიჩის საქმის პოლიტიზირებას აბრალებს, რათა საბოლოოდ მისი გამართლება მოხდეს, იტყობინება РИА Новости-Украина.

„უკრაინის ხელისუფლება ფაქტიურად ცდილობს იანუკოვიჩის გამართლებას. არაფერი სწორად არ კეთდება. ჯერ ერთი საქმეს პოლიტიკური ელფერი შესძინეს ის, რომ გენ პროკურორი აკეთებს განცხადებას იანუკოვიჩისა და მისი მომხრეების დამნაშავეობის შესახებ. ეს გახლავთ პირველი არგუმენტი, რატომაც ევროპული სასამართლო ამ საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად  მიიჩნევს. მათ არ აქვთ შეფასების უფლება განაჩენის გამოტანამდე“- განაცხადა ტიმოშენკომ ტელეარხ „112 უკრაინას“ ეთერში.

მისივე თქმით, იანუკოვიჩის საქმეში დარღვეულია ყველა პროცედურული ნორმა, რასაც მოჰყვება ევროპულ სასამართლოებში გამამართლებელი განაჩენი.

პეტრო პოროშენკო - Sputnik საქართველო
პოროშენკო "ევრომაიდანის" საქმეზე დაკითხვაზე ექვსი საათის განმავლობაში იმყოფებოდა

„პროცედურულ ნორმებს  ევროპული სასამართლო სამართლებრივ ფუნდამენტად მიიჩნევს, დარღვეულია ყველაფერი. თუ იანუკოვიჩს დაცვის უფლებას ჩამოართმევენ, ჩათვალეთ, რომ  მისი რეაბილიტაცია საერთაშორისო სასამართლოში დროის საკითხია… ის რაც დღეს კეთდება, იმის მაუწყებელია, რომ ევროპული სასამართლო განაჩენს უკანონოდ მიიჩნევს“.

ტიმოშენკოს თქმით, როგორც იანუკოვიჩის მმართველობის დროს ერთ-ერთი დაზარალებული, მისი გასამართლების მომხრეა.

ვიქტორ იანუკოვიჩი - Sputnik საქართველო
ვიქტორ იანუკოვიჩი: დიახ, პოლიტიკაში დაბრუნება მინდა

სამხედრო პროკურატურამ 14 მარტს სასამართლოს გადასცა საბრალდებო აქტი. ექს-პრეზიდენტს მიიჩნევენ სისხლის სამართლის დამნაშავედ მთელი რიგი მუხლების მიხედვით. „სახელმწიფო ღალატი“, „წინასწარგაზრახულად უკრაინის ტერიტორიისა და სახელმწიფო საზღვრების შეცვლის მცდელობა“   და „აგრესიის ხელშეწყობა“.

კიევის ობოლონის რაიონულმა სასამართლომ წინასწარი მოსმენა 4 მაისს დაიწყო. შემდეგი მოსმენა 18 მაისსაა. უფრო ადრე ცნობილი გახდა, რომ ინტერპოლმა იანუკოვიჩი ძებნილთა სიიდან ამოიღო, თუმცა კიევი გასაჩივრებას აპირებს.

2014 წლის თებერვლის  სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, ახალი ხელისუფლება ცდილობს პასუხისგებაში მისცეს იანუკოვიჩი და ბევრი სხვა ჩინოვნიკი, რომელთაც ბრალად ედებათ სახელმწიფო ქონების დატაცება, სისხლის სამართლის დანაშაულები, ფინანსური მაქინაციები და სხვა. ყოფილი ხელისუფლების ბევრი წარმომადგენელი „პოლიტიკური ნიშნით დევნის“ შიშით ქვეყნიდან არის გაქცეული.


ყველა ახალი ამბავი
0