პოროშენკო "ევრომაიდანის" საქმეზე დაკითხვაზე ექვსი საათის განმავლობაში იმყოფებოდა

© photo: Sputnik / Михаил Палинчак / გადასვლა მედიაბანკშიპეტრო პოროშენკო
პეტრო პოროშენკო - Sputnik საქართველო
გამოწერა
მანამდე გენპროკურატურამ მაიდანის საქმესთან დაკავშირებით უკვე დაკითხა „რადიკალური პარტიის“ ლიდერი ოლეგ ლიაშკო, ექს-პრემიერი არსენი იაცენიუკი, შს მინისტრი არსენი ავაკოვი და უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანი ალექსანდრ ტურჩინოვი.

თბილისი, 19 ნოემბერი – Sputnik. უკრაინის გენერალურ პროკურატურას ქვეყნის პრეზიდენტი პეტრო პროშენკო 2013-2014 წლებში კიევში მომხდარ არეულობის საქმეზე ექვსი საათის განმავლობაში დაკითხვაზე ჰყავდა, იუწყება სააგენტო „რია ნოვოსტი“ Hromadske.ua-ზე დაყრდნობით.

დაკითხვა 29 ნოემბერს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ გუშინ საღამოს გაიმართა“, — განაცხადეს გენერალურ პროკურატურაში.

„პრეზიდენტს მაიდანის საქმესთან დაკავშირებით რამდენიმე ეპიზოდში ექვსი საათის განმავლობაში კითხავდნენ“, — აცხადებს გამოცემა. 

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
სააკაშვილმა გაიგო პოროშენკოს მიზანი მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ

მანამდე გენპროკურატურამ მაიდანის საქმესთან დაკავშირებით ქვეყნის პირველი პირების დაკითხვის შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროვა. უწყების ხელმძღვანელმა იურო ლუცენკომ აღნიშნა, რომ გამოძიებამ უკვე დაკითხა „რადიკალური პარტიის“ ლიდერი ოლეგ ლიაშკო, ექს-პრემიერი არსენი იაცენიუკი, შს მინისტრი არსენი ავაკოვი და უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანი ალექსანდრ ტურჩინოვი.

გარდა ამისა, უკრაინელი გამომძიებლები ექს-პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის დაკითხვასაც აპირებენ. 

კიევის მთავარი, დამოუკიდებლობის მოედანი 2013 წლის 21 ნოემბერს ევროინტეგრაციის მომხრეებმა სასწრაფოდ დაიკავეს მას შემდეგ, რაც ნიკოლაი აზაროვის მთავრობამ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე ხელს მოწერა შეაჩერა. მოგვიანებით მაიდანი ძალოსნებისა და რადიკალურად განწყობილი ადამიანების შეტაკების ეპიცენტრად იქცა, რა დროსაც ოპოზიციამ არაერთხელ გამოიყენა ცეცხლსასროლი იარაღი და „მოლოტოვის კოქტეილები“.

შეტაკებების შედეგად დაიღუპა ათობით ადამიანი. 2014 წლის თებერვლის ბოლოს ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება მოხდა. პარლამენტმა პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი ხელისუფლებას ჩამოაშორა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა. არჩევნებში მილიარდერმა პეტრო პოროშენკომ გაიმარჯვა. 


ყველა ახალი ამბავი
0