თამარ გვერდწითელი ახალგაზრდა მომღერალს სცენიდან სიყვარულის ახსნაში დაეხმარა

© PR HTBთამარ გვერდწითელი ახალგაზრდა მომღერალს სცენიდან სიყვარულის ახსნაში დაეხმარა
თამარ გვერდწითელი ახალგაზრდა მომღერალს სცენიდან სიყვარულის ახსნაში დაეხმარა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მომღერალმა თამარ გვერდწითელმა და პროექტის Ты супер! მონაწილემ არტიომ აბრამოვმა ერთად იმღერეს სიმღერა „სამუდამო სიყვარული“ (Вечная любовь).

თბილისი, 12 მაისი — Sputnik. შაბათს, 13 მაისს რუსულ ტელეარხ НТВ-ზე საერთაშორისო საბავშვო ვოკალური კონკურსის Ты супер! ნახევარფინალური ეტაპი იწყება. 

პროექტის წესებით, ყოველი გამოშვებიდან მხოლოდ ოთხი ვოკალისტი გადადის ფინალში. ამ შაბათს პირველად მუსიკალური კონკურსის სცენიდან სიყვარულის აღიარება გაჟღერდება! ამ ნაბიჯის გადადგმა ჩელიაბინსკელმა 17 წლის არტიომ აბრამოვმა გადაწყვიტა და არჩევანი შეაჩერა სიმღერაზე „სამუდამო სიყვარული“. 

თავისი სიყვარულის ობიექტის სახელი აბრამოვმა საიდუმლოდ დატოვა, თუმცა ცნობილია, რომ გოგონაც ამ კონკურსის მონაწილეა. რა თქმა უნდა, ვაჟი ნერვიულობდა, თუმცა ხმა არ გაბზარვია. 

„ადამიანს, რომელიც სცენაზე გამოდის, არ აქვს უფლება არ იყოს შეყვარებული, ის ვალდებულია უყვარდეს!“ — ასეთი კომენტარი გაუკეთა ჟიურის წევრმა იოლკამ არტიომი გამოსვლას. 

Ты супер! - Sputnik საქართველო
Ты супер!-ის მეორე ტური იწყება

კონკურსანტის მხარდასაჭერად თამარ გვედწითელი მოვიდა. რუსეთისა და საქართველოს სახალხო არტისტმა ხაზი გაუსვა არტიომის სიმამაცეს. „შენ ძალიან რთული ნაწარმოები აირჩიე, ყველა შემსრულებელს არ ხელეწიფება ამ სიმღერის შესრულება. ეს სიმღერა რთულია არა მხოლოდ ვოკალური თვალსაზრისით. იმისათვის, რომ ამ დიდებული ნაწარმოებით გრძნობები გადმოსცე, გარკვეული ცხოვრებისეული გამოცდილებაც უნდა გქონდეს. თუ მას ვერ იგრძნობ, არ განიმსჭვალები თითოეული ნოტით, არაფერი გამოგივა. იცი, ძალიან საინტერესო იქნებოდა მისი შესრულება დუეტში…“

თამარმა და არტიომმა სიმღერა კიდევ ერთხელ, უკვე ერთად შეასრულეს და მაყურებლებისა და ჟიურის მქუხარე აპლოდისმენტებიც დაიმსახურეს. 

ვიქტორ დრობიში - Sputnik საქართველო
ქარიზმა და შეუპოვრობა: როგორ გახდე ვარსკვლავი

თუმცა ყველაზე ბედნიერი იმ დღეს ის იდუმალი გოგონა იყო, რომელსაც არტიომი სცენიდან გამოუტყდა სიყვარულში, და მას ამაში ლეგენდარული თამარ გვერდწითელი დაეხმარა. 

არტიომის გამოსვლის ნახვა და იმის გაგება, გადავიდა თუ არა იგი ფინალში, შეგიძლიათ 13 მაისს, თბილისის დროით 21:00 საათზე ტელეარხზე НТВ.

რუსულ ტელეარხ НТВ-სა და სააგენტო Sputnik-ის პროექტი Ты супер! ნიჭიერ მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს შანსს აძლევს საკუთარ თავზე განაცხადი გააკეთონ და დიდ სცენაზე გაიკვალონ გზა. მისი მონაწილეები არიან ვოკალისტები რუსეთიდან, სომხეთიდან, ბელარუსიდან, საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, მოლდოვადან, უკრაინიდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან და ესტონეთიდან. მონაწილეების წარმატებებსა და შოუს საიდუმლოებებს თვალი ადევნეთ Sputnik-ის მასალებში.

ყველა ახალი ამბავი
0