Ты супер!-ის მეორე ტური იწყება

© Sputnik / Anton Devyatkin"Ты супер!"
Ты супер! - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროექტი Ты супер!-ი ახალ ეტაპს იწყება: ბავშვები, რომლებიც პირველ ტურში წარმატებით წარსდგნენ, კონკურსში მონაწილეობას გააგრძლელებენ.

თბილისი, 3 აპრილი— Sputnik. კონკურს Ты супер!-ის პირველი ტური დასრულდა, ბავშვები მეორე, უფრო რთული ტურისთვის იწყებენ მზადებას. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Sputnik-მა მეორე ტურში ყველა გადასულ მონაწილეს წარმატება მიულოცა.

საქართველოს წარმომადგენელმა ნანა ვარძელაშვილიმა ვოკალური კონკურსის Ты супер!-ის მეორე ტურში გადასვლა ვერ მოახერხა, ნანას კანდიდატურა წინასწარი კასტინგების საფუძველზე შეირჩა. 12 წლის ნანამ НТВ —ს ეთერში „თბილისო“ იმღერა.

პროექტ Ты супер!-ის მეორე ტურში გადავიდნენ ანასტასია კრავჩენია და დარია ჩერნოვა ბელარუსიდან, რომლებმაც ჟიურის წევრები მოხიბლეს. ყაზახეთსაც გაუმართლა — მეორე ტურში ორი მონაწილე გადავიდა — ვლადისლავ ლოსკუტოვი და რომან კორნეევი. ურმატ მირსაკანოვმაც ყირგიზეიდან ჟიურის მაღალი შეფასება მიიღო და მეორე ტურში გადავიდა. სომხეთის ამაყობს საკუთარი მონაწილეებით — საბინა მანველიანი და ანგელინა პაპიკიანიც მეორე ტურში არიან. ესტონეთის მონაწილე იგორ ლესკოვი და აზერბაიჯანიდან  ორი გოგონა — ხოშგედემ მეხტიევა და ფარვანა ალჯანოვა ასევე გადავიდნენ მეორე ტურში.

ნანა ვარძელაშვილი - Sputnik საქართველო
ნანა ვარძელაშვილი: Ты супер!-მა ძალიან შემცვალა

ბავშვებმა საჩუქრები მიიღეს: სვიტშოტები, მაისურები, ბლოკნოტები და სხვა. საღამოს ყველა ძალიან კმაყოფილი იყო და Sputnik-ის გუნდს მადლობა გადაუხადეს.

რუსულ ტელეარხ НТВ-სა და სააგენტო Sputnik-ის პროექტი Ты супер! ნიჭიერ მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს შანსს აძლევს საკუთარ თავზე განაცხადი გააკეთონ და დიდ სცენაზე გაიკვალონ გზა. მისი მონაწილეები არიან ვოკალისტები რუსეთიდან, სომხეთიდან, ბელარუსიდან, საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, მოლდოვადან, უკრაინიდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან და ესტონეთიდან. მონაწილეების წარმატებებსა და შოუს საიდუმლოებებს თვალი ადევნეთ Sputnik-ის მასალებში.

 

ყველა ახალი ამბავი
0