ქარიზმა და შეუპოვრობა: როგორ გახდე ვარსკვლავი

© photo: Sputnik / Nina Zotinaვიქტორ დრობიში
ვიქტორ დრობიში - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროექტ Ты супер!-ის მორიგ ეტაპს უყურეთ НТВ-ს არხზე შაბათს, 22 აპრილს, თბილისის დროით 21:00 საათზე.

მუსიკალურმა პროდიუსერმა, პროექტ Ты супер!-ის ჟიურის წევრმა ვიქტორ დრობიშმა ისაუბრა იმაზე, თუ რა თვისებები უნდა გააჩნდეს არტისტს, რომ მას ყურადღება მიაქციონ და ასევე რაშია Ты супер!-ის ძალა.

- რას გრძნობთ, როდესაც გამოდიხართ სცენაზე, სადაც Ты супер!-ის კონკურსანტები მღერიან?

— სავარძელში რომ ვზივარ, ყოველთვის ვცდილობ გავიგო, როგორია ეს — იდგე სცენაზე, კამერებიდან რამდენიმე მეტრში. მართლაც გამბედაობა უნდა გქონდეს, რომ აქ გამოხვიდე, რადგან როდესაც გადაღებებისას ბავშვებთან გამოვრბივარ, მაშინვე ღელვას ვიწყებ. გარკვეული სირთულეა — წარდგე ჟიურის არც ისე ახალგაზრდა წევრების წინაშე, რომლებიც ყურადღებით გაკვირდებიან, პლუს მაყურებელთა დარბაზი. ბავშვებით აღფრთოვანებული ვარ! 

საქართველო მიუერთდა ფლეშმობს პროექტ Ты супер!-ის ფარგლებში - Sputnik საქართველო
საქართველო შეუერთდა ფლეშმობს პროექტ "Ты супер!"-ის ფარგლებში

- როგორც ერთ-ერთმა საუკეთესო პროდიუსერმა, შეგიძლიათ დაასახელოთ ნამდვილი არტისტის რამდენიმე თვისება, რასაც გამოცდილი მუსიკალური პროდიუსერი პირველ რიგში აქცევს ყურადღებას?

— ადამიანი უნდა იყოს საინტერესო, სიღრმისეული, მხიარული. ისე უნდა მოგინდეს მისი ყურება, რომ თვალი არ მოწყვიტო. ზოგი ამას ქარიზმას უწოდებს. მხოლოდ ვოკალით ვერ გამაკვირვებ, რადგან კარგად ბევრი მღერის, მაგრამ ისე, რომ სულში ჩაგივარდეს — ეს ღმერთისგან ბოძებული ნიჭია. სწორედ ამიტომ ვარსკვლავური ბედი ყველას როდი აქვს.

- Ты супер!-ის კონკურსანტებს ასეთი თვისებები გააჩნიათ?

— დიახ! არიან ბავშვები, რომლებიც თავის თავში ითავსებენ უნიკალურ ვოკალსაც და მიზიდულობასაც. არიან ბავშვები, რომლებსაც შეუძლიათ დადგნენ ჩვენს გვერდით და აქედან დააკვირდნენ ყველაფერს. უხერხულობასაც კი ვგრძნობ იმაში, რომ მათი შეფასება მიწევს, რადგან მსაჯობის ნაცვლად, სიამოვნებას ვიღებდი. ეს კი ყველაზე მაღალი შექებაა. 

Ты супер! - Sputnik საქართველო
Ты супер!-ის მეორე ტური იწყება

- როდესაც ბავშვები თქვენზე ლაპარაკობენ, ხშირად ისმის სახელი "дядя Витя". თქვენი ახლობლებიდან ან კოლეგებიდან ვინმე ასე გეძახით?

— ჰო, ვშიშობ, Ты супер!-ის შემდეგ ეს ზედმეტსახელი დამრჩება. რა თქმა უნდა, არ ვცდილობ უფრო ახალგაზრდულად გამოვიყურებოდე, ვიდრე ვარ, მაგრამ თავს მოხუცად არ ვთვლი. მაგრამ აქ, ჩემი სტას პიეხას და იოლკას გარემოცვაში… ალბათ, ყველასათვის მართლაც дядя Витя ვარ. მთავარია, ბავშვებმა ეს სახელი სიყვარულით დამიძახონ. ყველაფერი, რაც ჩვენთან პროექტზე ხდება, პროექტიდან წასვლაც კი, ყველაფერი „პლუსის“ ნიშნით ხდება. ამაშია პროექტის ყველაზე დიდი ძალა.

- რას ეტყოდით Ты супер!-ის ბავშვებს? გამამხნევებელი სიტყვები მათ, ვინც შემდეგ ტურში გადავიდა და მხარდაჭერა მათ, ვინც წავიდა?

— ყოველ ჯერზე პროექტის თითოეულ ბავშვს ვეუბნები: უნდა შეარჩიო ის სიმღერა, რომელიც მაქსიმალურ შესაძლებლობებს გამოაჩენს. არასწორად შერჩეული მასალის გამო რამდენიმე მარცხი მოხდა. ვთვლი, რომ პასუხისმგებლობა ბავშვებზეა. ჩემთვის რომ ეთქვათ: „იმღერე ეს“ და მეგრძნო, რომ ეს ჩემი არ არის, ერთ ამბავს და აურზაურს ავტეხავდი და გავაკეთებდი ისე, რომ ჩემი უკმაყოფილება ყველას გაეგო. და საბოლოო ჯამში, ბავშვის სასარგებლოდ სწორი გადაწყვეტილება მიეღოთ.

ეს იმ ადამიანების საწყენად არ არის ნათქვამი, ვინც ბავშვებთან მუშაობს. ფინალში გადასულებმა უკვე იციან, მათ რა მოეთხოვებათ — მათგან მეტი „თავდაცვა“ და „თავდასხმა“ უნდა იგრძნობოდეს იმ ადამიანების მისამართით, რომლებიც მათ ამეცადინებენ იქამდე, რომ дядя Витя-ს გული აუჩქროლონ.


ყველა ახალი ამბავი
0