საქართველო შეუერთდა НТВ-ს და Sputnik-ის პროექტის "Ты супер!" 12 წლის მონაწილის, როსტოველი დანილ ხომიაკოვის მხარდამჭერ ფლეშმობს. იხილეთ "Sputnik-საქართველოს" ვიდეო, თუ როგორ უჭერდნენ მხარს ქარელში ბავშვები პროექტს.
НТВ-ს და Sputnik-ის პროექტის "Ты супер!" ქართველმა მონაწილემ ნანა ვარძელაშვილმა მეგობრებთან ერთად სკოლაში გამართა ფლეშმობი "ხომიაკოვ — სტაილ დენსი" სტილში.
მანამდე დანილმა შეასრულა IN-Grid-ის სიმღერა Tue es foutu და ჟიურის წევრები ცეკვით გააოცა. ისინი სცენაზე ავიდნენ და კონკურსანტის მოძრაობების გამეორებით ცეკვავდნენ. გამოსვლის შემდეგ, ხომიაკოვის თაყვანისმცემლებმა და მეგობრებმა მის სიმღერაზე ცეკვები დადგეს და ჩაიწერეს, შემდეგ კი ვიდეო სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელეს.
ტელეარხ НТВ-ს და საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს და რადიო Sputnik-ის საერთო პროექტი Ты супер! მშობლების მზრუნველობამოკლებულ ნიჭიერ ბავშვებს რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, ბელარუსიდან, საქართველოდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან, მოლდოვიდან, უკრაინიდან და ესტონეთიდან აძლევს შანსს, გააკეთონ განაცხადი საკუთარი თავის შესახებ.