დეპუტატი: შრომის ინსპექტირება სავალდებულო უნდა გახდეს

© photo: Sputnik / Aleksey Kudenko / გადასვლა მედიაბანკშიშახტი
შახტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ განმარტებები გააკეთა შრომის უსაფრთხოების ნორმების შესახებ კანონთან დაკავშრებით.

თბილისი, 11 მაისი — Sputnik. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო კანონპროეტზე მუშაობს, რომლის თანახმადაც შრომის ინსპექტირება სავალდებულო უნდა გახდეს, განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ.

"კანონი არსებობს, მაგრამ შრომის ინსპექციის მიერ ამ კანონის შესრულების სავალდებულოობა იყო ერთ-ერთი მთავარი ხარვეზი, თუმცა, არსებობენ ის ორგანოებიც, რომლებიც ამის ზედამხედველობას ახორციელებენ", — განაცხადა დეპუტატმა.

რომან კაკულიამ აღნიშნა, რომ ეს არის ერთ-ერთი ხარვეზი, რომელიც უნდა გასწორდეს და პარლამენტი ჩაერთვება ამაში.

შახტი - Sputnik საქართველო
სპეციალისტები ტყიბულის შახტში მომხდარი ტრაგედიის მიზეზებს ადგენენ

სამშაბათს საღამოს უბედური შემთხვევა მოხდა ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროში, სადაც მუშების ჩასაყვანი სპეციალური მოწყობილობის რემონტი მიმდინარეობდა. ბაგირის გამოცვლის დროს, ჩაწყდა საბარგო კაბინა და ოთხი მაღაროელი დაახლოებით 400 მეტრი სიმაღლიდან ჩავარდა.

რომან კაკულიამ მეშახტეთა უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებითაც გააკეთა განმარტება და არსებულ საკანონმდებლო ბაზაზეც ისაუბრა.

"იქიდან გამომდინარე, რომ დიდია დაინტერესება თუ როგორია საკანონმდებლო ბაზა და ამასთან რა უნდა გაკეთდეს ამ მიმართულებით, ავღნიშნავ რომ, დღეისათვის ეს სფერო შრომის კოდექსის 35-ე მუხლით, წიაღის შესახებ კანონით და ასევე სპეციალური სამთავრობო დადგენილებით არის დარეგულირებული, რომელიც უშუალოდ მეშახტეთა უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებით რეგლამენტს ადგენს"- განაცხადა რომან კაკულიამ.

შახტი - Sputnik საქართველო
ტრაგედია შახტში: საქართველოს პრემიერი მწუხარებას გამოთქვამს

დეპუტატის თქმით " წიაღის შესახებ" კანონის მიხედვით, დამსაქმებელს სრულიად აქვს გაწერილი ვალდებულება, რათა უსაფრთხოების ნორმები იქნეს დაცული. მან უნდა განსაზღვროს იმ პირთა წრე, რომელთაც უნდა შეიმუშაონ კანონმდებლობით გაწერილი ქმედებები, ასევე პერიოდულად ჩაატაროს ინსტრუქტაჟი და მოახდინოს საწარმოში მომუშავე ადამიანების ინფორმირება ამ წესებთან დაკავშირებით.

"იკვეთება ისეთი ვითარება, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს უსაფრთხოების ნორმების დარღვევას ადგილზე. მაგრამ ეს მხოლოდ წინასწარი შეფასებაა და ცხადაია ამას გამოძიება დაადგენს" — მიაჩნია რომან კაკულიას

რომან კაკულიას ინფორმაციით ტყიბულში მინდელის სახელობის შახტის შემოწმება უკანასკნელად 2016 წლის მარტში ჩატარდა.

"დაველოდოთ გამოძიების შედეგებს და რეაგირება იქნება ადეკვატური", — განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ტყიბულში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0