ტრაგედია შახტში: საქართველოს პრემიერი მწუხარებას გამოთქვამს

© photo: Sputnik / Alexey Kudenko / გადასვლა მედიაბანკშიშახტი
შახტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მთავრობის მეთაურმა გიორგი კვირიკაშვილმა, რომელიც ვიზიტით აშშ-ში იმყოფება, ტყიბულის შახტაში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა.

თბილისი, 10 მაისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, რომელიც ამჟამად აშშ-ში ვიზიტით იმყოფება, ტყიბულის შახტაში დაღუპული მუშების ოჯახებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.

უბედური შემთხვევა სამშაბათს, საღამოს მოხდა. ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროში მიმდინარეობდა მაღაროში მუშების ჩასაყვანი სპეციალური მოწყობილობის რემონტი. ბაგირის გამოცვლის დროს ჩაწყდა საბარგო კაბინა და ოთხი მაღაროელი დაახლოებით 400 მეტრი სიმაღლიდან ჩავარდა.

"ამ მძიმე წუთებში, მინდა თანადგომა გამოვუცხადო შახტში მომუშავეთა ოჯახებს", — აღნიშნულია პრემიერის განცხადებაში.

მაღარო - Sputnik საქართველო
ტყიბულის მაღაროდან ოთხი გარდაცვლილი მაღაროელის ცხედარი ამოიყვანეს

კვირიკაშვილის განცხადებით, შახტში შესაბამისი ჯგუფები იმუშავებენ, რათა "დადგინდეს ტრაგედიის გამომწვევი მიზეზი".

დაღუპული მეშახტეების ოჯახებს მიუსამძიმრა ასევე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ყველა ახალი ამბავი
0