საქართველოში მუზეუმების კვირეული გაიმართება

© Georgian National Museumეროვნული გალერეა
ეროვნული გალერეა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს საუკეთესო მუზეუმები სტუმრებს საინტერესო პროგრამებს შესთავაზებენ.

თბილისი, 11 მაისი — Sputnik. მუზეუმების კვირეული 16-20 მაისს გაიმართება, რომლის ფარგლებში ზოგიერთი მუზეუმი სტუმრებს უფასოდ მოემსახურება, იუწყებიან ორგანიზატორები.

Art Palace - Sputnik საქართველო
საქართველოში მოეწყობა აქცია "ღამე მუზეუმში"

ღონისძიება მუზეუმების საერთაშორისო დღეს ეძღვნება, რომელიც ყოველ წელს 18 მაისს აღინიშნება. ეს დღე 1977 წელს ICOM-ის (International Council of Museums) მე-11 გენერალურ კონფერენციაზე დაფუძნდა. 1978 წლიდან დღესასწაულის აღნიშვნა 150-ზე მეტ ქვეყანაში დაიწყეს.

ამ დღეს მუზეუმებში, ტრადიციულად ეწყობა ღია კარის დღე, გამოფენები, საგანმანათლებლო პროგრამები, სამეცნიერო კონფერენციები, ლექციები და კულტურული და სამეცნიერო-შემეცნებითი ღონისძიებები.

ყოველწლიურად მუზეუმების საერთაშორისო დღეს ახალი თემატიკა აქვს, რომელსაც სხვადასხვა ღონისძიებას უძღვნიან. 2017 წლის თემაა "მუზეუმები და სადავო ისტორიები: მუზეუმი საუბრობს უთქმელზე".

საქართველოს ეროვნული მუზეუმი უერთდება ამ კამპანიას და უკვე მე-10 წელია მუზეუმის საერთაშორისო დღეს ტრადიციულად აღნიშნავს "მუზეუმის კვირეულით".

ღონისძიების ფარგლებში 18 მაისს საქართველოს ეროვნული მუზეუმის გაერთიანებაში შემავალ ყველა მუზეუმში შესვლა თავისუფალია.

თბილისში სმირნოვების სახლ-მუზეუმი გაიხსნა - Sputnik საქართველო
ექსკურსია სმირნოვების მუზეუმში თბილისში

მუზეუმების ჩამონათვალი იხილეთ ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

მუზეუმის კვირეულის პროგრამა

16 მაისი

18:00 — მუსიკოს ნიაზ დიასამიძის ნამუშევრების გამოფენა "ქართული ანბანი", გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი "ქარვასლა";

ლაშა ბაქრაძის საჯარო ლექცია, ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი.

17 მაისი

11:00 — სამეცნიერო კონფერენცია "21-ე საუკუნის მუზეუმების გამოწვევები და მილენიუმის თაობა". საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია;

17:00 საათი – ზიგა ვალიშევსკის 120 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა. შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი;

18:00 საათი – გამოფენა,,დიფუზიის სივრცე" პროექტის,,თანამედროვე ხელოვნების გალერეა" ფარგლებში. ი. გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი "ქარვასლა".

18 მაისი

14:00 საათი – ეროვნული მუზეუმის წლიური ანგარიში. ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი;

15:00 საათი – გამოფენა "XVIII-XX საუკუნეების ქართული კოსტიუმი და იარაღი". ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი;

19:30 საათი – ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა,,ნიჭიერთა ათწლედის" კონცერტი. ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ეზო.

19 მაისი

14:00 საათი – გამოფენა "გერმანელი მხატვრები საქართველოში. XIX-XX საუკუნეები". სიღნაღის მუზეუმი, სიღნაღი;

16:00 საათი – ლევან ლაღიძის საჯარო ლექცია. დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა.

20 მაისი

13:00 – საგანმანათლებლო პროგრამები და შემეცნებითი თამაშები. გ. ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი.

ყველა ახალი ამბავი
0