ექსკურსია სმირნოვების მუზეუმში თბილისში

გამოწერა
სად შეიძლება სხვაგან დავტკბეთ ძველი თბილისის სულით, ვიგრძნოთ ერთად თავმოყრილი ევროპული და რუსული კულტურა? ამისათვის ახლახან გახსნილ სმირნოვების მუზეუმს უნდა ვეწვიოთ, რომელიც ტაბიძის 20 ნომერში მდებარეობს.

მუზეუმის გახსნა

დიდი ხნის ლოდინის შემდეგ სმირნოვების სახლ-მუზეუმი გაიხსნა! მასში ინახება XIX საუკუნის უნიკალური ექსპონატები, რომლებიც ჯერ სპეციალისტებს არ შეუსწავლიათ. ეს ადგილი — XIX საუკუნის უამრავი უნიკალური ნივთის სახლია, რომლებსაც თბილისში ვერსად ვერ ნახავთ.

აქ არის გერმანული, ფრანგული, იტალიური, რუსული, სომხური და ქართული ექსპონატები. ეს სიმდიდრე დიდხანს დაკეტილი იყო, მუზეუმი არ არსებობდა, სახლის ოთახები დალუქული იყო. დალუქული კარების მიღმა კი საოცარი სამყარო იმალებოდა.

„სმირნოვების ოჯახი ამ მემკვიდრეობას დიდი სიფრთხილით აგროვებდა და თაობიდან თაობას გადასცემდა. და საბოლოოდ ქართველ ხალხს მემკვიდრეობად დაუტოვა! აქ ბევრი ცნობილი ადამიანი იკრიბებოდა, პოეტები და მწერლები. გვინდა შევინარჩუნოთ ეს სალონური სიტუაცია“, — უამბო „Sputnik-საქართველოს“ სმირნოვების მუზეუმის დირექტორმა ბაია ამაშუკელმა. 

მუზეუმის გახსნას საქართველოს კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრო. მან ხაზი გაუსვა ქალაქისთვის მუზეუმის მნიშვნელობას.

„ვფიქრობ, რომ კიდევ ერთი სამუზეუმო სივრცის გაჩენა ჩვენს ქალაქში — მნიშვნელოვანი მოვლენაა. აქ, ამ ისტორიულ შენობაში, ნამყოფები არიან ხელოვნების გამოჩენილი მოღვაწეები: ილია ჭავჭავაძე, დავით სარაჯიშვილი, პეტრე ჩაიკოვსკი და სხვები“, — განაცხადა გიორგაძემ. 

© Sputnik / Alexander Imedashviliსმირნოვების მუზეუმის გახსნაზე
სმირნოვების მუზეუმის გახსნაზე - Sputnik საქართველო
სმირნოვების მუზეუმის გახსნაზე

სახლის ოთახებში სეირნობისას

ამ დროისათვის მუზეუმის ფონდებში დაცულია XVIII-XX საუკუნეების რუსული და დასავლეთევროპული დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ნაწარმოები, მაგრამ უპირველეს ყოვლისა ეს პუშკინის ეპოქის მუზეუმია. მის საცავში თავმოყრილია ფერწერის და გრაფიკის, სკულპტურისა და ლითოგრაფიის ნაწარმოები, ლიტერატურული დოკუმენტები, ხელნაწერები, ფოტოდოკუმენტები და ანტიკვარული გამოცემები.

ფერწერის ნაწარმოებებს შორის არის ფრანც ქსავერ ვინტერჰალტერის, ივან აივაზოვსკის, ფრანც კრიუგერის და სხვა ფერმწერების ნახატები. მუზეუმში ინახება ავეჯის ხელოვნების მრავალრიცხოვანი, ძვირფასი ეგზემპლიარები და საყოფაცხოვრებო ნივთები.

უნიკალურ ექსპონატებს შორის არის: აივაზოვსკის ორი ნახატი, თვით პეტრე პირველის მიერ გაკეთებული ჩუქურთმიანი მაგიდები, მისი ნაქონი ჯვარცმა და კომპასი, ეკატერინა მეორის მოოქროვილი ვერცხლის სათუთუნე, პუშკინის სიკვდილის შემდეგ გაკეთებული ნიღაბი,  XIX საუკუნის უნიკალური ფაიფური და ბროლი — ნიკოლოზ პირველის თასები. მუზეუმში უნიკალური პიანინო დგას, რომელზეც თვით პიოტრ ჩაიკოვსკი უკრავდა. 

© Sputnik / Alexander Imedashviliსმირნოვების მუზეუმი
სმირნოვების მუზეუმი - Sputnik საქართველო
სმირნოვების მუზეუმი

„ეჭვი არ მეპარება, რომ პეტრე პირველმა ასეთი მაგიდები გააკეთა. ის ცნობილი იყო, როგორც კარგი დურგალი. და ეს დიდი პატივია, რომ ჩვენთან ასეთი უნიკალური ნივთები ინახება“, — განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ ბაია ამაშუკელმა.

ოდესღაც აქ მცხოვრები ალექსანდრა სმირნოვას პორტრეტი ერთ-ერთი ოთახის კედელს ამშვენებს. ეს უნიკალური სილამაზის ქალი იყო, რომელმაც იმ დროის ხელოვნების უამრავი მოღვაწე მოაჯადოვა. ალექსანდრა სრულყოფილად ფლობდა რუსულ ენას, იცოდა ქართული და ევროპული ენები. მის ძარღვებში ჩქეფდა პრუსიული, ქართული, უკრაინული სისხლი, მაგრამ თავი მართლმადიდებელ რუსად მიაჩნდა. 

© Sputnik / Alexander Imedashviliსტუმრები სმირნოვების მუზეუმში
სტუმრები სმირნოვების მუზეუმში - Sputnik საქართველო
სტუმრები სმირნოვების მუზეუმში

სმირნოვების ოჯახი ძალიან მორწმუნე იყო. ამას უნიკალური ხატების დიდი რაოდენობა მოწმობს. სახლში აგრეთვე ბევრი ბიბლია ინახება, მათ შორის უცხო ენაზე — ძველი და ახალი აღთქმა.

სახლის ისტორია

სმირნოვების სახლ-მუზეუმი სომეხი ვაჭრის ეგორ თამამშევის სახლში მდებარეობს, რომელიც XIX საუკუნის 60-იან წლებში არქიტექტორმა ოტო სიმონსონმა დააპროექტა. ეგორ თამამშევმა ის თავის შვილიშვილს, ელიზავეტა თამამშევას გადასცა, რომელიც ცოლად მიხაილ სმირნოვს გაჰყვა. თავის მხრივ მიხაილ სმირნოვი საიმპერატორო კარის ფრეილინას ალექსანდრა სმირნოვა-როსეტის შვილი იყო.

მიხაილ სმირნოვმა თავისი ნივთები პეტერბურგიდან თბილისში ჩამოიტანა. კავკასიაში მისი საქმიანობის გამო მას ხშირად სმირნოვ-კავკაზსკის ეძახდნენ. ამ სახლში, ტაბიძის 20 ნომერში სმირნოვების ოჯახის სამ თაობას უცხოვრია. ეს სახლი XIX საუკუნის თბილისისთვის საკმაოდ ტიპიური იყო და მის მაშინდელ კულტურას ასახავს. 

© Sputnik / Alexander Imedashviliსმირნოვების სახლ-მუზეუმის ერთ-ერთი ოთახი
სმირნოვების სახლ-მუზეუმის ერთ-ერთი ოთახი - Sputnik საქართველო
სმირნოვების სახლ-მუზეუმის ერთ-ერთი ოთახი

იმ პერიოდში სმირნოვების სახლი ერთგვარ კულტურულ ცენტრად იქცა, რომელსაც იმ დროის ბევრი განთქმული ადამიანი სტუმრობდა. სახლი ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ ცენტრად იქცა და თბილისის ერთ-ერთ მთავარ თვისებას — მრავალეროვნულობას ასახავდა. ის ასევე სახლის მკვიდრთა საგვარეულო ხეზე აისახა. მათ ძარღვებში როსეტების იტალიური, ლორერტების გერმანული, სმირნოვების რუსული, თამამშევების სომხური და ციციშვილების ქართული სისხლი ჩქეფდა. გასული საუკუნის 80-იან წლებში ფრეილინას შთამომავალმა მიხაილ სმირნოვმა სახლი სახელმწიფოს უანდერძა.

სამხატვრო მუზეუმი თბილისში სმირნოვა-როსეტის სახლში 1975 წელს გაიხსნა. თავდაპირველად მუზეუმი ლიტერატურული ურთიერთკავშირების სახლის — პუშკინის მემორიალის სტატუსით არსებობდა, მისი მცველი კი ჟურნალ „რუსკი კლუბის“ მთავარი რედაქტორი ალექსანდრ სვატიკოვი იყო. 2010 წელს მემორიალის საზოგადოებრივი ორგანიზაციის სტატუსი  სახელმწიფო მუზეუმის სტატუსით შეიცვალა.

დღეს სახლში არა მარტო მუზეუმია, აქ ასევე კულტურული ურთიერთკავშირების ცენტრი „კავკასიური სახლი“ მდებარეობს. მუზეუმი რამდენიმე წელი დამთვალიერებლისთვის დაკეტილი იყო, ახალა კვლავ ღიაა. ერთი თვის განმავლობაში ყველა მსურველს მუზეუმის დათვალიერება უფასოდ შეუძლია.


ყველა ახალი ამბავი
0