ევროკავშირის ელჩი: საქართველოში შრომის ინსპექცია უნდა შეიქმნას

გამოწერა
ტყიბულში მაღაროში მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ ქვეყანაში სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოების საკითხებზე აქტიურად ალაპარაკდნენ.

თბილისი, 11 მაისი — Sputnik. ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა საქართველოში შრომის ინსპექციის შექმნის აუცილებლობის შესახებ განაცხადა.

შრომის ინსპექციის შექმნის საკითხი განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც 9 მაისს ტყიბულში მინდელის სახელობის ქვანახშირის მომპოვებელ შახტში ოთხი მუშა დაიღუპა. უბედური შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მუშების ჩასაყვანი სპეციალური მოწყობილობის რემონტი მიმდინარეობდა. ბაგირის გამოცვლის დროს, ჩაწყდა საბარგო კაბინა და ოთხი მაღაროელი დაახლოებით 400 მეტრი სიმაღლიდან ჩავარდა. არასამთავრობო ორგნიზაციების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მაღაროზე შრომის უსაფრთხოების პირობები დარღვეულია.

შრომის დაცვის მსოფლიო დღე - Sputnik საქართველო
შრომის დაცვის მსოფლიო დღე - ვითარება საქართველოში

„შრომის ინსპექციის შექმნა არის ვალდებულება, რომელიც საქართველომ აიღო. ეს ვალდებულება გამომდინარეობს არა მარტო ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმებიდან, არამე შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წესდებიდან. ჩვენ განვიხილეთ ეს საკითხი არა ერთხელ პრაქტიკულად ყველასთან: მთავრობასთან, ბიზნესთან, სავაჭრო გაერთიანებებთან. ჩვენ ამას მხარს ვუჭერთ“, — განუცხადა ჰერმანმა ჟურნალისტებს.

ამასთან, ის გაგებით შეხვდა იმ ფაქტს, რომ ასეთი ორგანოს შექმნას დასჭირდება გარკვეული დრო.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი მონაცემებით, 2007-2016 წლებში ქვეყნის მასშტაბით საწარმოო ტრავმებისგან 416 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 716 მძიმედ დაშავდა.

დავით სერგეენკო - Sputnik საქართველო
მაღალი რისკის საწარმოებში შრომის უსაფრთხოება გაკონტროლდება

მხოლოდ 2016 წელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა 58 ადამიანი, ხოლო 84 სერიოზულად დაშავდა. რაც შეეხება მიმდინარე წელს, 2017 წლის დასაწყისიდან უკვე 8 ადამიანი დაიღუპა, დაზიანებები მიიღო ათმა ადამიანმა. უბედური შემთხვევების უმეტესობა სამშენებლო ობიექტებზე ხდება, შემდეგ მოდის ენერგეტიკა და სამთო-მომპოვებელი დარგი.

2014 წლის ივნისში საქართველომ და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს ასოცირების შეთანხმებას, რომლის განუყოფელი ნაწილია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ შეთანხმება. მიმდინარე წლის 28 მაისიდან ევროკავშირმა საქართველოს მოქლაქეების მიერ შენგენის ზონის ქვეყნებში  მოკლევადიანი ვიზიტების განსახორციელებლად ვიზები გააუქმა.

 

ყველა ახალი ამბავი
0