ნინი რაზმაძე
- რა არის დეპრესია?
— დეპრესია ძლიერ გავრცელებული და სერიოზული ემოციური აშლილობაა. მისი სიმპტომატიკა გავლენას ახდენს ადამიანის ფიქრებზე, გრძნობებსა და ყოვედღიურ ფუნქციონირებაზე, მაგალითად: ძილზე, კვებაზე, მუშაობაზე. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ დეპრესია რეალური დაავადებაა, ის ზეგავლენას ახდენს ჩვენი ცხოვრების მრავალფეროვან ასპექტზე. შესაძლოა, შენ გაქვს დეპრესია, მაგრამ არ ხარ მარტო, დეპრესია განკურნებადია.
- რა არის დეპრესიის მთავარი სიმპტომებო?
— ცუდი გუნება-განწყობა დეპრესიის ერთადერთი სიმპტომი არ არის. ქვემოთ მოცემულია სიმპტომთა ერთობლიობა, რაც დამახასიათებელია ამ ტიპის ემოციური აშლილობისთვის. აღსანიშნავია, რომ დეპრესიის დიაგნოსტირებისთვის, სიმპტომთან ხანგრძლივობა უნდა შეადგენდეს მინიმუმ ორ კვირას.
- ცუდი გუნება-განწყობა; „სიცარიელის“ შეგრძნება
- პესიმიზმი, სასოწარკვეთა
- დანაშაულის, ან უმწეობის შეგრძნება, გაღიზიანებულობა
- საყვარელი საქმიანობისგან სიამოვნების ვერ მიღება/ინტერესის დაკარგვა
- მოდუნება, ენერგიის მკვეთრი შემცირება
- კონცენტრაციისა და გადაწყვეტილების მიღების სირთულეები (ორჭოფობა)
- მადისა და წონის ცვლილება
- ფიქრები თვითმკვლელობაზე, სუიციდის მცდელობები
- ძილთან დაკავშირებული ჩვევების შეცვლა
- წონის ცვლილება
ამონარიდი დეპრესიის მქონე ადამიანის ინტერვიუდან - „მე ვარ მეხანძრე და ყოფილი მეზღვაური. ასეთი პროფესიული გამოცდილების მქონე, წესით ყველაფერს მარტივად უნდა გავმკლავებოდი. მაგრამ ძალიან ცუდად მეძინა და გამუდმებით ცუდ ხასიათზე ვიყავი. ვერ ვმუშაობდი, რადგან საქმეზე ვერ ვკონცენტრირდებოდი. თითქოს მივყვებოდი დინებას და თან ვფიქრობდი, რომ არაფერს ჰქონდა აზრი. არასდროს მიფიქრია, რომ, შესაძლოა, დეპრესია მქონოდა. მეგონა რომ ყველას ცხოვრება ასეთი იყო“.
- რამ შეიძლება გამოიწვიოს დეპრესია?
— დაავადების გავრცელებიდან გამომდინარე, მრავალფეროვანია მისი ეტიმოლოგიაც. მას იწვევს გენეტიკური, ბიოლოგიური, გარემო და ფსიქოლოგიური ფაქტორების ერთობლიობა. მათ შორის: გენეტიკური პრედსიპოზიცია (ოჯახის წევრი დეპრესიით), მნიშვნელოვანი ცვლილებები ცხვორებაში, ტრავვა ან სტრესი, ფიზიკური დაავადება და მედიკამენტოზური მკურნალობა (განსაკუთრებით ქრონიკული დაავადებები, მათ შორის: სიმსივნე, დიაბეტი და ა.შ.)
- დეპრესიის რა სახეობები არსებობს და ყველაზე გავრცლებული რომელია?
— არსებობს დეპრესიის რამდენიმე სახეობა. ესენია: ღრმა დეპრესია — ძლიერად გამოხატული სიმპტომები, რაც არღვევს ადამიანის ძილის/კვების/მუშაობის რეჟიმს ზოგადად ხელს უშლის ცხოვრებით ტკბობაში. გახანგრძლივებული დეპრესიული აშლილობა — გუნება-განწყობის დაქვეითება, რომელიც გრძელდება მინიმუმ ორი წლის განამვლობაში. ამ დროის მონაკვეთში სიმპტომების გამოხატულების ხარისხი მერყეობს მსუბუქიდან ძლიერამდე.
დეპრესიის ზოგიერთი ფორმა მეტად სპეციფიურია და ვითარდება მხოლოდ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგალითად:
ფსიქოტური დეპრესია — შეიძლება განუვითარდეს ადამიანს, რომელსაც ერთდროულად აქვს ღრმა დეპრესია და ფსიქოზის რომელიმე ფორმა (მაგალითად, დელუზია — ცრუ რწმენების ქონა, რეალობისგან მოწყვეტა). ასევე ჰალუცინაციები, როდესაც ხედავს ან ესმის ისეთი რაღაც, რასაც სხვები ვერ ხედავენ და არ ესმით.
პოსტტრავმული დეპრესია — მისი ერთ-ერთი სახეა მშობიარობის შემდგომი დეპრესია. ბევრი ახალგაზრდა დედა ბავშვზე გამუდმებულ ზრუვნას აღიქვამს, როგორც სტრესს. ვინაიდან არ ფლობს მასთან გამკლავების ადეკვატურ სტრატეგიებს, იპყრობს უმწეობის შეგრძნება და ვითარდება დეპრესია (გავრცელებულობა 10-15 %).
სეზონური დეპრესია — სიმპტომები ძირითადად გამოხატულია ზამთრის პერიოდის განმავლობაში, როცა მზის სხივებით მოწოდებული სითბო/სინათლე ყველაზე ნაკლებია. ზაფხული-გაზაფხულის განმავლობაში სიმპტომატიკის ინტენსივობა მნიშნველონად იკლებს. ამ ტიპის დეპრესას მკურნალობენ ე.წ. „მზის სხიევების თერაპიით“, თუმცა, რიგ შემთხევაში, საჭიროა ხოლმე მედიკამენტოზური ჩარევაც.
ბიპოლარული აშლილობა — დეპრესიისგან განსხავებული ემოციური დარღვევაა. თუმცა, დეპრესიის გვერდით მოიხსენიებენ ხოლმე, რადგან ახასიათებს მანიაკალური(პათოლოგიურად ამაღლებული განწყობა, აგზნება, აჟიტირება) და დეპრესიული (პათოლოგიურად დაქვეითებული განწყობა) ეპიზოდების მონაცვლეობა.
- ბოლო დროს ხშირია დეპრესია ახალგაზრდებში, რატომ გახშირდა უიმედობის განცდა მათში?
— დეპრესიის განვითარების ასაკი ძირითად 20-30 წელია, თუმცა, იგი ასევე ვითარდება ბავშვობისა და თინეიჯერობის ასაკში. დეპრესიის განვითარების მაღალი რისკია გარდატეხის ასაკში. სწორედ ამ დროს ყალიბდება ინდივიდუალური მსოფლმხედველობა, ღირებულებები — რიგ შემთხვევაში, მშობლებისგან განსხავებული. ამ ასაკში ბავშვი იწყებს გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღებას. მნიშვნელოვანი ემოციური, ფსიქიკური და კოგნიტური გარდატეხის ფონზე, ბუნებრივია მოსალოდნელია ემოციური ლაბილობა. თუმცა, დეპრესია განსხვავებული მდგომარეობაა.
ამონარიდი დეპრესიის მქონე თინეიჯერის ინტერვიუდან: „სკოლაში გამუდმებით მჩაგრავდნენ. ამას ძალიან განვიცდიდი, ვერ ვახერხებდი სწავლაზე კონცენტრირებას. ტკივილი, რომელიც მტანჯავდა, დღიდან დღემდე ძლიერდებოდა. ბოლოს მეგონა, რომ ვიხრჩობოდი ჩემივე უარყოფით ემოციებში. საკუთარი თავი მეზიზღებოდა. დედაჩემი ძალიან შეშფოთდა და ექიმთან წამიყვანა. იქ დამისვეს დეპრესიის დიაგნოზი. აღმოჩნდა, რომ სასწრაფოდ მესაჭიროება მკურნალობის ხანგრძლივი კურსი".
მენტალური ჯანმრთელობის ნაცონალური ინსტიტუტის მონაცემების მიხედვით, დეპრესიის მქონე თინეიჯერები ხშირად ხვდებიან კონფლიქტურ სიტუაციაში, სწრაფად ღიზიანდებიან, ტანჯავთ მარტოობის შეგრძნება, შესაძლოა, განუვითარდეთ რომელიმე კვებითი დარღვევა ან სუიციდალური აზრები.
გარდატეხის ასაკში დეპრესიის დიაგნოსტირება გართულებულია, რადგან თავად მოზარდები და მათი მშობლები ნაკლებად მიმართავენ სპექციალისტს დამხარებისთვის. ისინი ფიქრობენ, რომ ასეთი ემოციური მდგომარეობა ბუნებრივია თინეიჯერობის პერიოდისთვის. ამ დროს მნიშნველოვანია მშობელი დააკვირდეს ბავშვის მიმდინარე ქცევას და კარგად დაფიქრდეს, ხომ არ შეიცვალა ის ბოლო 3-6 თვის განმავლობაში.
- დეპრესიას მედიკამენტებითაც მკურნალობენ. რამდენად ეხმარება ეს ადამიანს თავი უკეთ იგრძნოს და მდგომარეობიდნა გამოვიდეს?
— დეპრესიის განკურნება შესაძლებელია, ღრმა დეპრესიისაც კი. რაც უფრო ნაადრევია ჩარევა, მით უკეთესია პროგნოზი. დეპრესიას მკურნალობენ მედიკამენტებითა და ფსიქოთერაპიით (კოგნიტურ-ბიჰევიორალური თერაპია). იმ შემთხვევაში, თუ ამ კომბინირებული თერაპიით სიმპტომები არ მცირდება, მიმართავენ ელექტროკონვულსიურ თერაპიას (ტვინის სტიმულაცია), ანტიდეპრესანტები ძლიერ ეფექტურია დეპრესიის დროს. ისინი ზეგავლენას ახდენენ იმ ჰორმონების გამომუშავებაზე, რომლებიც აკონტროლებენ სტრესსა და განწყობას. უნდა გვახსოდეს, რომ მინიმუმ 2-4 კვირა მაინც არის საჭირო ანტიდეპრესანტების ზემოქმედების შედეგისთვის. საწყის ეტაპზე უმჯობესდება ძილი, კვება, კონცენტრაცია და ყველაზე ბოლოს რეგულირდება გუნება-განწყობა. საჭიროა მოთმინება, ნაადრევად არ უნდა გადავწყვიტოთ რომ ანტიდეპრესანტები არაეფექტურია ჩვენს შემთხვევაში. დეპრესიის მკურნალობისთვის, მდგომარეობის ადეკვატური მართვისთვის, აუცილებელია ფსიქიატრთან რეგულარული კონსულტაციები. დაუშვებელია მედიკამენტოზური მკორნალობის თვითნებური გაწყვეტა სიმპტომთა შემცირებისთანავე. არსებობს მაღალი რისკი, რომ დეპრესიული მდგომარეობა კვლავ განმეორდეს. მხოლოდ ექიმთან შეთანხმების საფუძველზე, 6-12 თვის განმავლობაში, ეტაპობრივად მცირდება მედიკამენტების დოზა, საბოლოო გამოჯანმრთელებამდე.