დეპრესიისა და ნარკომანიის მიზეზი შესაძლოა ნეანდარტალური გენები იყოს

© photo: Sputnik / Минкин / გადასვლა მედიაბანკშისკულპტურა
სკულპტურა - Sputnik საქართველო
გამოწერა
როდესაც დიდი გამყინვარების პერიოდში ჩვენი წინაპრები ევროპისკენ დაიძრნენ, ნეანდარტალელთა გენი მათ გადარჩენაში დაეხმარა, თუმცა იმავდროულად შესამჩნევადაც გაზარდა მისი მფლობელების მიდრეკილება უამრავი დაავადებისადმი.

თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. მეცნიერებმა თანამედროვე ადამიანების გენომში ნეანდარტალური დნმ-ის მასშტაბური ანალიზის ჩატარების შემდეგ დაასკვნეს, რომ პირველი ევროპელი აბორიგენებისგან მემკვიდრეობით მიღებული ზოგიერთი გენი დეპრესიას, თამბაქოსა და ნარკოტიკებზე დამოკიდებულების განვითარებას უწყობს ხელს, — წერს РИА Новости ჟურნალ Science-ზე დაყრდნობით.

„ჩვენ გამოვარკვიეთ, რომ ადამიანზე ნეანდარტალური დნმ ზემოქმედებს და მას იმუნური, ნეიროლოგიური, ფსიქოლოგიური და რეპროდუქციული ხასიათის დაავადების მიმართ მიდრეკილს ხდის“, —  განაცხადა ნეშვილის (აშშ) ვანდერბილტის უნივერსიტეტის წარმომადგენელმა ჯონ კაპრამ.

სვანტე პააბომ და მისმა გუნდმა 2009 წელს ნენდარტალელთა გენომი „აღადგინეს“, გაშიფრეს და დაადგინეს, რომ მათ ჩვენს წინაპრებთან კონტაქტი ჰქონდათ და ადამიანის დნმ-ში დაახლოებით 2-4% გენი დატოვეს. შემდგომმა კვლევებმა აჩვენა, რომ ამ გენების ნაწილმა კრომანიონელებს მძლავრი იმუნიტეტი აჩუქა და ჩრდილოეთში ცხოვრებასთან შეგუებაში დაეხმარა, თუმცა დაავადებებისადმი მიდრეკილიც გახადა.

მაგალითად, კაპრამ და მისმა კოლეგებმა დაასკვნეს, რომ ნეანდარტალელთა ის გენი, რომელიც კანზეა პასუხისმგებელი, ზრდის კერატოზის (კანის გარქოვანება და მზის გავლენით ავთვისებიანი წარმონაქმნების წარმოშობა) განვითარების შანსს  ზრდის.

განსაკუთრებით შესამჩნევი ეფექტი ახასიათებს ნერვული სისტემის განვითარება-მუშაობაზე პასუხისმგებელ გენებს. ნეანდარტელელებისგან მემკვიდრეობით მიღებული გენები პარადოქსულად ზრდის მწეველად ან ნარკომანად ჩამოყალიბებისა და ფსიქიატრიული დაავადების გაჩენის შანსებს.

„ტვინი ჩვენი სხეულის წარმოუდგენლად რთული ნაწილია და სრულიად ლოგიკურია იმის ვარაუდი, რომ ადამიანური გენების ნეანდარტალური ანალოგებით ჩანაცვლებამ — რომლებმაც ევოლუციური განვითარების განსხვავებული გზა გაიარეს — ნეგატიური ცვლილებები გამოიწვიოს“, — აღნიშნა ვანდერბილტის უნივერსიტეტის სამეცნიერო სტატიის თანაავტორმა კორინ სიმონტიმ.

რატომ შემოინახა ჩვენმა გენომმა ეს უარყოფითი მახასიათებლები? მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ თავდაპირველად ნეანდარტალური გენები ჩვენს წინაპრებს ველურ ბუნებაში ცოცხლად გადარჩენაში ეხმარებოდა, მაგრამ დღეს ეს მუტაციები უკვე ვნებს ადამიანს და სიცოცხლის ხანგრძლივობას ამცირებს, ზრდის რა კიბოთი, ინსულტითა და თრომბით დაავადების რისკს.

ყველა ახალი ამბავი
0