ფიქრები გვეფანტება, შეუძლებელია კონცენტრირება, ძალზე არასასიამოვნო შინაგანი შეგრძნება გვაქვს, პანიკამდე მივდივართ — ეს სტრესის ტიპური სიმპტომებია, რასაც ცხოვრების ჩვეული რიტმიდან გამოვყავართ.
რა უნდა გავაკეთოთ? უნდა ვისწავლოთ სტრესთან ბრძოლა. ეს არა მარტო ფორმაში დაბრუნებაში დაგვეხმარება, არამედ განვიკურნებით და ორგანიზმის დაბერების პროცესსაც შეაფერხებს.
დაივარცხნეთ თმა
მონიტორის წინ გატარებული დღის შემდეგ მიმიკის კუნთები იმდენად იძაბება, რომ თავი მძიმდება და გვტკივდება.
სტრესის თავიდან არიდების ერთ-ერთი ხერხია თმის დავარცხნა 10-15 წუთის განმავლობაში. ეს პროცედურა სისხლის განაწილებასა და კუნთების მოდუნებაში გვეხმარება.
მიირთვით ნაყინი
გემრიელი საკვები ეფექტური ანტისტრესული დოპინგია. კარგი განწყობის შენარჩუნებას, სტრესის მოხსნას თევზის ცხიმი ეხმარება, რომელშიც ომეგა-3 შედის. ეს ნერვული სისტემისთვის ძალზე სასარგებლოა. თუ თევზი არ გიყვართ, ჭამეთ ნაყინი ან ბანანი. ეს პროდუქტები ანტიდეპრესანტებზე ნაკლებად არ მოქმედებს.
მასაჟი
ენერგიის შესანარჩუნებლად მასაჟი გაიკეთეთ ცხვირის ქვევით წერტილებზე, წარბებს შუა, ქვედა ტუჩის ქვეშ და ხელისგულის ცენტრში.
მოიფშვნიტეთ ხელისგულები
ეს კიდევ ერთი კარგი საშუალებაა ნერვული დაძაბულობის მოსახსნელად და სტრესის თავიდან ასაცილებლად. ხელისგულები მთელი ძალით უნდა გაუსვათ ერთმანეთზე, სანამ არ გახურდება. ასევე სასარგებლოა ყურების მოსრესვა. ასე შეძლებთ გამხნევებას და სამუშაოზე ყურადღების კონცენტრირებას.
„ჩამოიბანეთ“ კონფლიქტები და სტრესი
ემოციურ ნეგატივთან გამკლავებაში 15-წუთიანი შხაპი დაგეხმარებათ. დადექით თბილი წყლის ჭავლის ქვეშ ისე, რომ წყალი თავზე და მხრებზე გეცემოდეთ. მალე იგრძნობთ, როგორ „მიაქვს“ წყალს თან ყველაფერი არასაჭირო.
27 საგანი
აღმოსავლელი პრაქტიკოსები გვასწავლიან: „თუ გინდათ, ნაღვლისგან გათავისუფლდეთ, სახლში 27 საგანი გადააადგილეთ“. მიიჩნევენ, რომ ეს ენერგიისთვის სივრცეს ათავისუფლებს. სცადეთ ეს მეთოდი და ნახავთ, რომ ის თქვენს გონებას პრობლემებისგან „გადართვაში“ და დასვენებაში ეხმარება.
კიბე
მოაწყვეთ 30-წამიანი არბენა-ჩამორბენა კიბეებზე, ეს სავარჯიშო ტვინის ლიმბურ ნაწილებში სისხლის შედინებას უწყობს ხელს, რომლებიც ემოციურ სტრესზე არიან პასუხისმგებელი.
საღებავები
ფსიქოლოგებმა აღმოაჩინეს, რომ სტრესის დროს 2-3 წუთის განმავლობაში სურათის ხატვა ხუთჯერ ზრდის სამუშაოს ვადაში დასრულების ალბათობას. ანუ, შეძლებთ არა მარტო გადაიტანოთ სტრესი, არამედ, შესაძლოა, რამე შედევრიც შექმნათ.
ჰიბისკუსის ჩაი
ნეგატიური მოვლენების დაგროვებისას ადამიანი განგაშისა და პანიკური მდგომარეობის გრძნობას განიცდის, რაც სტრესისთვის არის დამახასიათებელი. ჰიბისკუსი (სხვადასხვა სახეობის ტროპიკულ მცენარეთა საერთო სახელი; მათ შორის ყველაზე უფრო ცნობილია ჩინური ვარდი) რადიკალებს კონცენტრირების საშუალებას არ აძლევს, თითქოს „ადნობს“ მათ და ამგვარად სტრესის მოხსნაში გვეხმარება და არ გადუნებთ.
ხელების მოძრაობა
ბევრ ადამიანში სტრესი იმით გამოიხატება, რომ ისინი მხრების, კისრისა და წელის კუნთების ელასტიკურობას კარგავენ, აქედან მოდის თავისა და წელის არეში ტკივილი. ამ შემთხვევაში კარგია მასაჟი და ცურვა. სახლის პირობებში შესაძლებელია მარტივი სავარჯიშოების გაკეთება: უნდა ამოძრაოთ ხელები წრიულად და სხვადასხვა მიმართულებით, ასევე გაიქნიოთ ფეხები.
დალაგება
ნივთების თავის ადგილზე დადება აზრების თავმოყრას უწყობს ხელს. ასევე მოწესრიგებული თაროების, ყუთების, კარადების დანახვა თავისებურ ფსიქოლოგიურ ეფექტს იძლევა — ადამიანს გარეგნული წესრიგი და ორგანიზებულობა გაუცნობიერებლად საკუთარ ცხოვრებაში გადააქვს.
წუთი განსჯისთვის
იპოვეთ შესაძლებლობა, რომ სახლში მარტო დარჩეთ და ფიქრები მოაწესრიგოთ. ჩართეთ მუსიკა, აიღეთ საყვარელი ნუგბარი, სავარძელში კომფორტულად მოთავსდით და იფიქრეთ, რა გსურთ ყველაზე მეტად ცხოვრებაში, დაწერეთ სურვილი ქაღალდზე. ქაღალდზე გამოსახული მკაფიო გეგმა შემდგომი ქმედებების გარკვევაში დაგეხმარებათ.
არომათერაპია
სუნი ემოციურ მეხსიერებასთან ძლიერაა დაკავშირებული. ამიტომ ძალზე სასარგებლოა, ხელი მიგიწვდებოდეთ არომატზე, რომელიც თქვენში ძლიერი ბედნიერების, აღფრთოვანების, ნეტარების წუთებთან ასოცირდება. შეისუნთქე ეს არომატი ხშირად, რაც კარგი განწყობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.
ცეკვა
აუცილებლად იცეკვეთ სახლში! რიტმული მოძრაობები მუსიკის თანხლებით სტრესის მოხსნაში დაგეხმარებათ. თანაც, ფიტნეს-კლუბში ვარჯიშისგან განსხვავებით, ცეკვა გართობად აღიქმება.