ნიუ-იორკის ქართული თეატრი პრემიერისთვის ემზადება

გამოწერა
ირაკლი სამსონაძის სპექტაკლს ბრუკლინის მუსიკის აკადემიის სცენაზე უჩვენებენ.

თბილისი, 10 მაისი — Sputnik. ნიუ-იორკში, ბრუკლინის რაიონში მოქმედი ქართველი ემიგრანტებით დაკომპლექტებული ქართული თეატრი ახალი სპექტაკლის „ქრონიკული ქორწინების“ პრემიერისთვის ემზადება.

მაყურებელს 4 ივნისს დადგმის ნახვა Fisher Space-ის ტერიტორიაზე ბრუკლინის მუსიკის აკადემიაში შეეძლება. 

გენადი ხაზანოვი - Sputnik საქართველო
სპექტაკლები გენადი ხაზანოვის მონაწილეობით თბილისში ივნისში გაიმართება

სპექტაკლი ქართველი დრამატურგის ირაკლი სამსონაძის იმავე სახელწოდების პიესის მიხედვითაა შექმნილი. მოქმედება კერძო კლინიკაში ხდება, რომელსაც ექიმი ვალტერ ჩიჩუა ხელმძღვანელობს. ის ყველაფერს საკუთარი ნება-სურვილით აკეთებს და იქაურობის ბატონ-პატრონია. მაგრამ ერთხელაც კლინიკაში პაციენტი, სახელად ნოდარი გამოჩნდება, რომელთან ერთადაც ჩნდება პრობლემები, რომელთა მოსაგვარებლადაც ვალტერს ბევრ რამეზე წასვლა მოუწევს.

ირაკლი სამსონაძის პიესის მიხედვით "კლინიკური ქორწინება" რომელმაც 2010 წელს მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ფონდის კონკურსის – „ახალი ქართული პიესა“ – პირველი პრემია მიიღო. 

ყველასთვის ნაცნობი და მარადიული პრობლემები — ღალატი, უმუშევრობა, ლოთობა, ტყუილი, განდიდების სურვილი ავტორის მიერ ოსტატურად შექმნილ ძალიან საინტერესო აბსურდული სიტუაციებითაა გადმოცემული. 

2010 წელს ირაკლი სამსონაძის პიესამ „კლინიკური ქორწინება" მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ფონდის კონკურსის – „ახალი ქართული პიესა“ – პირველი პრემია მიიღო. 

დადგმის რეჟისორია ლიკა ბახტურიძე-სილერსონი. სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები დავით ტოპრაკაშვილი, ანრი კალანდარიშვილი, ირინა ჩინაშვილი, ირაკლი ლებანიძე, ცუცა კაპანაძე, გიორგი ნარიმანიძე, ნატალია გოდერძიშვილი და ლიკა სირელსონი. 

ავთო ვარსიმაშვილი: სპექტაკლი მამაც ქართველ ქალებს მივუძღვენი - Sputnik საქართველო
ავთო ვარსიმაშვილი: სპექტაკლი მამაც ქართველ ქალებს მივუძღვენი

სპექტაკლზე ასევე მუშაობდნენ ქორეოგრაფი ირაკლი შენგელია, ვიქტორ სირელსონი და კოსტიუმების დიზაინერი მაკა მიქელაძე.

ნიუ-იორკის ქართული თეატრი (New York Georgian Theater) 2017 წელს ნიუ-იორკის ქართული კულტურის ცენტრ „Dancing Crane Company"-ის ბაზაზე დაარსდა.

ქართული კულტურის ცენტრის ისტორია სათავეს 1996 წლიდან იღებს. ის აშშ-ში ქართული კულტურის პოპულარიზაციის მიზნით ვოქტორ და ლიკა სილერსონებმა შექმნეს. ორგანიზაციაში ფუნქციონირებს სკოლა, სადაც ქართულ ფოლკლორს პროფესიონალურად ასწავლიან ცეკვისა და ვოკალური ანსამბლები, გარდა ამისა, იქ თეატრალური ჯგუფები გადიან რეპეტიციებს.

თეატრალური კოლექტივი ძირითადად ქართულ რეპერტუარს ქმნის. 

2011 წელს თეატრმა მონაწილეობა მიიღო Midtown International Theatre Festival —ში, 2014-2016 წლებში კი კანადაში გამართულ  თეატრალურ ფესტივალში მონაწილეობდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0