ავთო ვარსიმაშვილი: სპექტაკლი მამაც ქართველ ქალებს მივუძღვენი

გამოწერა

დოკუმენტური დრამის "А.Л.Ж.И.Р." ავტორი რეპრესირებული ცოლების შესახებ "Sputnik–საქართველოს" ესაუბრა თავის სპექტაკლზე, რომლის პრემიერაც გრიბოედოვის სახელობის რუსულ დრამატულ თეატრში შედგება.

სპექტაკლი "А.Л.Ж.И.Р." მიეძღვნა ქალებს, ვინც დამნაშავე იყო მხოლოდ იმაში, რომ ისინი იყვნენ "ერის მტრების" ცოლები — დაპატიმრებულები, გადასახლებულები და დახვრეტილები. ასეთი ქალებისთვის 1938 წელს აკმოლინკის ბანაკი ჩამოყალიბდა სახელწოდებით "А.Л.Ж.И.Р.", რომელმაც 1953 წლამდე იარსება. ამ ბანაკში სხვა პატიმრებთან ერთად 200-ზე მეტი ქართველი ქალი იმყოფებოდა, რომელთაგანაც ბევრი ცნობილი გვარის წარმომადგენელი იყო.

"ჩემს სპექტაკლში მისი გმირები საკუთარ ისტორიას ყვებიან. ეს არის თითქოს ერთი ქალის ისტორია, მაგრამ ხვდები, რომ ეს ისტორია ყველა ქალის შესახებ მოგვითხრობს. ასეთი სპექტაკლის დადგმის იდეა რამდენიმე წლის წინ გამიჩნდა, მაშინ ბანაკის "А.Л.Ж.И.Р" მსხვერპლთა მუზეუმში ვიყავი და როდესაც ვიხილე ეს ქართული გვარები, ვნახე თუ რამდენი იყო, 200-ზე მეტი ქართველი ქალი. ვინ იყვნენ ისინი და ვისი ცოლები — მე ეს მანამდე უბრალოდ არ ვიცოდი. სწორედ მაშინ მომინდა დამედგა სპექტაკლი იმ მამაცი ქალების შესახებ, რომლებამც ეს საშინელება გადაიტანეს. რატომ ახლა?— ალბათ, დადგა დრო ვუჩვენოთ ეს, რათა ასეთი რამ აღარასდროს განმეორდეს დედამიწააზე", — აღნიშნა ავთო ვარსიმაშვილმა.

"А.Л.Ж.И.Р"-ის პრემიერა შედგება თბილისის ა. ს. გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრის მცირე დარბაზის სცენაზე.

ყველა ახალი ამბავი
0