თბილისი, 10 მაისი — Sputnik. სპექტაკლები თეატრისა და კინოს გამოჩენილი რუსი მსახიობის, გენადი ხაზანოვის მონაწილეობით თბილისის რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სცენაზე 3-8 ივნისს გაიმართება.
ცნობილი რუსი მსახიობი ქართულ სცენაზე ანტონ ჩეხოვის მოსკოვის თეატრის დასთან ერთად ექვს სპექტაკლს წარმოადგენს. ესენია: "მკვეთრი მოსახვევები" (ერიკ ასუ), "ვახშამი რეგვენთან" (ფრანსის ვებერი), "ყველაფერი ადამიანებივით" (მარკ კამოლეტი), "სტაფილო იმპერატორისთვის" (ირჟი გუბაჩი), "მაშველი" (ნორმ ფოსტერი).
ბილეთების შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.
გენადი ხაზანოვი ესტრადის, კინოსა და თეატრის მსახიობი, მოსკოვის ესტრადის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია.