ინციდენტი თბილისის აქციაზე: დაკავებულთა სასამართლო გადაიდო

© Sputnik / Alexander Imedashvili"აუდიტორია 115"-ის აქცია
აუდიტორია 115-ის აქცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში, პარლამენტის შენობის წინ ჩატარებულ აქციაზე წვრილ ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობაში ბრალდებულთა სასამართლო 19 მაისს გაიმართება.

თბილისი, 10 მაისი — Sputnik. საპროტესტო აქციაზე დაკავებული მონაწილეების სასამართლო შემდეგი კვირისთვის გადაიდო, განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილმა. 

მაღარო - Sputnik საქართველო
ტყიბულის მაღაროდან ოთხი გარდაცვლილი მაღაროელის ცხედარი ამოიყვანეს

აქცია პარლამენტის შენობის წინ მას შემდეგ დაიწყო, რაც ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში უბედური შემთხვევის შესახებ გახდა ცნობილი. კომპანია „საქნახშირის" ინფორმაციით, ბაგირის გამოცვლის დროს ჩაწყდა საბარგო კაბინა და ოთხი მაღაროელი დაახლოებით 400 მეტრი სიმაღლიდან ჩავარდა. ისინი ადგილზე დაიღუპნენ. მათი ცხედრების ამოტანა მხოლოდ გამთენიისას მოხერხდა.

 „ტყიბულში დაიღუპნენ ჩვენი ძმები და ბუნებრივია, ადამიანებს არსებულ სისტემასთან, უსაფრთხოების ნორმების იგნორირებასთან დაკავშირებით პროტესტის გრძნობა გაუჩნდათ. რა თქმა უნდა, ეს ადამიანები პროტესტის გამო არ უნდა დააკავონ“, — განაცხადა პეტრიაშვილმა.

მისი თქმით, საპროტესტო აქციის სამი დაკავებული მონაწილიდან ორი პროფკავშირების წევრები არიან — ილია ლეჟავა და გოგა ბრეგვაძე. ამ დროისათვის სამივე თავისუფალია.

საქმე აღძრულია 166-ე („წვრილი ხულიგნობა“) და 173-ე მუხლებით („სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა“), იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия შსს-ს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.

თბილისის საქალაქო სასამართლო საქმეს 19 მაისს განიხილავს. 

შახტი - Sputnik საქართველო
სპეციალისტები ტყიბულის შახტში მომხდარი ტრაგედიის მიზეზებს ადგენენ

პროცესის გადადების მოთხოვნით სასამართლოს ადვოკატებმა მიმართეს, რათა პოლიციის მიერ წარმოდგენილი მასალის გაცნობის შესაძლებლობა მიეღოთ.

აქციის მონაწილენი საშიშ საწარმოებზე შრომის პირობების კონტროლის გამკაცრებას მოითხოვდნენ. მომხდარ ტრაგედიაზე მთელი პასუხისმგებლობა მათ ხელისუფლებას დააკისრეს.

საპროტესტო აქციის დაახლოებით 150-მა მონაწილემ რუსთაველის გამზირის გადაკეტვა სცადა, მაგრამ პოლიციამ მათ ამაში ხელი შეუშალა და ამის შემდეგ დაპირისპირება დაიწყო. შედეგად პოლიციამ სამი ადამიანი დააკავა.

პარლამენტის შენობასთან ჩატარებული აქციის ორგანიზატორია სტუდენტური მოძრაობა „აუდიტორია 115“. აქციას პროფკავშირების და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები შეუერთდნენ. 

პოლიციასთან დაპირისპირება მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან გაგრძელდა. რამდენიმე აქტივისტს ასფალტზე წითელი საღებავით ციფრ „4“-ის დაწერა სურდა, მაგრამ პოლიციამ ამაში ხელი შეუშალა. ამჯერად არავინ დაუკავებიათ.


 

 

ყველა ახალი ამბავი
0