კვირიკაშვილმა ტრამპი საქართველოში მოიწვია

© FB / Георгий Квирикашвилиგიორგი კვირიკაშვილი და დონალდ ტრამპი
გიორგი კვირიკაშვილი და დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს სამთავრობო დელეგაცია აშშ–ში შეხვედრებს მართავს.

თბილისი, 9 მაისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ვაშინგტონში ვიზიტის მსვლელობისას აშშ–ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საქართველოში მოიწვია, აღნიშნულია მთავრობის მეთაურის პრეს–სამსახურის განცხადებაში.

კვირიკაშვილი ტრამპს გუშინ თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში შეხვდა. აშშ–ის პრეზიდენტმა თავის Twitter–ში საქართველოს პრემიერ–მინისტრის აშშ–ში ვიზიტის შესახებ დაწერა.

„დიდი პატივი იყო, თეთრ სახლში მიმეღო საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ვიცე–პრემიერ მაიკ პენსთან ერთად“, – დაწერა ტრამპმა.Honored to welcome Georgia Prime Minister, Giorgi Kvirikashvili to the @WhiteHouse today with @VP Mike Pence. https://t.co/EAPvsrbrUO pic.twitter.com/FnKkuWLFDp

აშშ–ის პრეზიდენტმა ქართულ–ამერიკული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„შეხვედრის დასაწყისში პრეზიდენტმა ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო ამერიკისთვის მნიშვნელოვანი ქვეყანაა, რომელთანაც სტრატეგიული ურთიერთობა და პარტნიორობა აკავშირებს“, – ნათქვამია საქართველოს მთავრობის მეთაურის პრეს–სამსახურის განცხადებაში.

Twitter–ში კვირიკაშვილის ვიზიტის შესახებ დაწერა ასევე ვიცე–პრეზიდენტმა პენსმა, რომელმაც საქართველოს პრემიერ–მინისტრს მადლობა გადაუხადა იმ 872 ქართველი ჯარისკაცისთვის, რომლებიც ავღანეთში ნატოს სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობენ.

თავდაცვის სამინისტრო - Sputnik საქართველო
ავღანეთის სამხედრო ბაზაზე თავდასხმისას ქართველი სამხედროები არ დაშავებულან

მაიკ პენსმა აღნიშნა, რომ ის, აშშ–ის პრეზიდენტის მსგავსად, მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, აშშ–ის ვიცე–პრეზიდენტთან შეხვედრაზე ქართულ–ამერიკული ურთიერთობების ყველა სტრატეგიული საკითხი განიხილეს.

„ხაზი გაესვა, რომ საქართველოს აქვს საკვანძო როლი რეგიონში და ის წარმოადგენს ძალიან მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორს ამერიკის შტატებისთვის, რაც ქმნის ყველა იმ შესაძლებლობას, რომ ჩვენი ურთიერთობები მომავალში სტრატეგიული პარტნიორობით განსაზღვრული ყველა მიმართულებით გაღრმავდეს“, – განუცხადა ჯანელიძემ ჟურნალისტებს.

ტრამპთან შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრის აშშ-ის ვიცე-პრემიერთან, მაიკ პენსთან შეხვედრის ფარგლებში შედგა, რომლის მოწვევითაც კვირიკაშვილი ვაშინგტონში ჩავიდა. 

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
საქართველო და აშშ დიპლომატიური ურთიერთობის 25-წლისთავს აღნიშნავენ

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში ასევე არიან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი და პრემიერის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თედო ჯაფარიძე.

ასევე დაგეგმილია საქართველოს მთავრობის მეთაურის შეხვედრები აშშ-ის სენატის სხვადასხვა კომიტეტების წარმომადგენლებთან და ქვეყნის წამყვან ექსპერტთა წრეებში. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი აშშ-ში 10 მაისამდე გასტანს. 

საქართველომ და აშშ-მა დიპლომატიური ერთიერთობა დაამყარეს 1992 წლის 23 აპრილს. 2009 წელს ქვეყნებმა ხელი მოაწერეს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას, რომელიც ითვალისწინებს პარტნიორული ურთიერთობის გაფართოებას და ეკონომიკის, ენერგეტიკის, დემოკრატიული რეფორმების, დიპლომატიის, კულტურის, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობას.


ყველა ახალი ამბავი
0