ავღანეთის სამხედრო ბაზაზე თავდასხმისას ქართველი სამხედროები არ დაშავებულან

© courtesy of Ministry of Defence of Georgiaთავდაცვის სამინისტრო
თავდაცვის სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
თავდასხმის დროს ტერორისტები სამთავრობო ძალების ფორმაში იყვნენ გადაცმულები. ისინი ბაზაზე შეიჭრნენ, რამდენიმე აფეთქება მოაწყვეს და ჯარისკაცებს ცეცხლი გაუხსნეს.

თბილისი, 22 აპრილი – Sputnik.  მაზარ-ი-შარიფში ქართველი სამხედროები საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ და თავს უსაფრთხოდ გრძნობენ, ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე. 

ავღანეთში ქართველ სამხედოებს მადლობა გადაუხადეს - Sputnik საქართველო
ავღანეთში ქართველ სამხედოებს მადლობა გადაუხადეს

გუშინ, ავღანურ ქვედანაყოფს 15 ამბოხებული ადგილობრივი დროით 13:40 საათზე დაესხა თავს. თავდასხმის შედეგად ავღანური ეროვნული არმიის 100-ზე მეტი მოსამსახურე დაიღუპა, ასევე, ავღანური სპეციალური რაზმის ერთი წევრი და ბაზაზე მომსახურე ერთი სამოქალაქო პირი. დაჭრილია ავღანური ბრიგადის 30 წარმომადგენელი. ამ დროის მონაცემებით, თხუთმეტივე თავდამსხმელი ლიკვიდირებულია.

თავდასხმის დროს ტერორისტები სამთავრობო ძალების ფორმაში იყვნენ გადაცმულები. ისინი ბაზაზე შეიჭრნენ, რამდენიმე აფეთქება მოაწყვეს და ჯარისკაცებს ცეცხლი გაუხსნეს.

ავღანეთში, ქალაქ მაზარ-ი-შარიფთან, ავღანურ ქვედანაყოფზე თავდასხმა იმ ბაზიდან 20 კილომეტრის მოშორებით განხორციელდა, სადაც ქართველი სამხედროები მსახურობენ. შესაბამისად, ქართული ასეული საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს და თავს უსაფრთხოდ გრძნობს. 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0