თბილისში ფრანშიზის უდიდესი გამოფენა გაიმართება

გამოწერა
ინვესტორებს სომხეთიდან, საქართველოდან, აზერბაიჯანიდან და ირანიდან მსოფლიო ბრენდების ფრანჩაიზინგის პირობებს გააცნობენ.

თბილისი, 8 მაისი — Sputnik. თბილისში პირველად გაიმართება საერთაშორისო გამოფენა ფრანშიზი BUYBRAND, რომელიც ამიერკავკასიაში მცირე და საშუალო ბიზნესის უდიდესი მოვლენა გახდება, აღნიშნულია ორგანიზატორების განცხადებაში.

ღონისძიება 2-3 ივნისს საერთაშორისო საგამოფენო ცენტრ "ექსპო ჯორჯიაში" გაიმართება და მასში მონაწილეობას 100-ზე მეტი ბრენდი მიიღებს, რომლებიც თავიანთ ფრანშიზებს წარუდგენენ ინვესტორებს სომხეთიდან, საქართველოდან, აზერბაიჯანიდან და ირანიდან. გამოფენის ორგანიზატორია კომპანია EMTG, რომელიც სპეციალიზებულია საგამოფენო და კონგრესების პროექტებზე.

თბილისი - Sputnik საქართველო
თბილისში ქართულ-თურქული ბიზნეს-ფორუმი გაიმართა

"რეგიონში უკვე მუშაობს 100-ზე მეტი ფრანჩაიზინგული ბრენდი, ხოლო ქვეყნების განვითარებისა და ტურისტული ნაკადის ყოველწლიური ზრდის პერსპექტივების გათვალისწინებით შეიძლება იმის პროგნოზი, რომ 5 წელიწადში რეგიონში შეიძლება გაიხსნას დაახლოებით ათასი საწარმო ფრანჩაიზინგის სისტემით, რომლებშიც 15 ათასამდე ადამიანი დასაქმდება", — აღნიშნავენ ღონისძიების ორგანიზატორები.

ორდღიანი გამოფენის ფარგლებში ჩატარდება საქმიანი ფორუმი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს წამყვანი ფრანჩაიზინგული კომპანიების პირველი პირები, ასევე ექსპერტები და კონსულტანტები.

გამოფენის ფარგლებში ფრანჩაიზინგის წამყვანი პრაქტიკოსები და კონსულტანტები ჩაატარებენ მასტერ-კლასებს და მონაწილეებს ბიზნესის დაწყებისთვის რეკომენდაციებს გააცნობენ.

ღონისძიება ჩატარდება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის, სამთავრობო პროგრამის "აწარმოე საქართველოში", "ევროპულ-ქართული ბიზნეს-საბჭოს, საქართველოში საერთაშორისო საგარეო ვაჭრობის წარმომადგენლობის მხარდაჭერით.

ყველა ახალი ამბავი
0