ქრთამი ყალბი ცნობისათვის: საქართველოში ჩინოვნიკი დააკავეს

გამოწერა
ჩინოვნიკმა 50 ტონა სოფლის მეურნეობის პროდუქციის ადგილწარმოშობის ყალბი ცნობა დაამზადა.

თბილისი, 8 მაისი — Sputnik. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა 5500 ლარის ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი ყულარის თემში კაშამ კარაევი დააკავეს, ნათქვამია უწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ასდოლარიანი და ასლარიანი კუპიურები - Sputnik საქართველო
თბილისში ჩინოვნიკი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

უწყების მონაცემებით, კარაევი საქართველოს მოქალაქეს და ნეპალის რესპუბლიკის მოქალაქეს 50 ტონა სოფლის მეურნეობის პროდუქტის ადგილწარმოშობის ყალბი ცნობის დამზადებაში დახმარებას დაჰპირდა.

ამისათვის ჩინოვნიკმა ქრთამის სახით მოითხოვა 5500 ლარი, საიდანაც 500 ლარი წინასწარ აიღო, ხოლო 5000 ლარი – ცნობის გადაცემის დროს.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით), რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

გამოძიებას აწარმოებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.

ყველა ახალი ამბავი
0