თბილისში ჩინოვნიკი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerასდოლარიანი და ასლარიანი კუპიურები
ასდოლარიანი და ასლარიანი კუპიურები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კორუფციასთან ბრძოლა გაააქტიურა – ქრთამის აღების გამო ხუთ დღეში სამი ჩინოვნიკია დაკავებული.

თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. სამგორის რაიონის გამგეობის მთავარი სპეციალისტი ირაკლი ლაბაძე განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს, აღნიშნულია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

გამოძიების მონაცემებით, ირაკლი ლაბაძე ისრაელის მოქალაქეს მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე სამსართულიანი სახლის აშენების ნებართვის გაცემაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით მოსთხოვა 20 000 აშშ დოლარის გადახდა.

დაკავება - Sputnik საქართველო
ქრთამის აღების ფაქტზე კიდევ ერთი ჩინოვნიკი დააკავეს

სამართალდამცველებმა ლაბაძე მაშინ დააკავეს, როდესაც მან თანხის ნაწილი — 7,5 ათასი აშშ დოლარი აიღო.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს, რაც 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ლაბაძეს წინასწარი პატიმრობა უკვე მიუსაჯა.

გასულ კვირაში საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა ქრთამის აღების გამო ორი ჩინოვნიკი დააკავა — ონის გამგეობის ახალგაზრდობის, კულტურის, სპორტის, განათლებისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი გიორგი მელაშვილი და სოფელ ზედა ეწერში ზუგდიდის რაიონული ადმინისტრაციის წარმომადგენელი სევერიან ბერულავა.

ყველა ახალი ამბავი
0