გარევაჭრობა "ნავთლუღის" ბაზართან აიკრძალა

© Sputnik / Levan Avlabreliსიტუაცია ნავთლუღის ბაზართან
სიტუაცია ნავთლუღის ბაზართან - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის მერია უკანონო გარევაჭრობასთან ბრძოლას აგრძელებს.

თბილისი, 8 მაისი — Sputnik. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა, მეტროსადგურ „სამგორთან" განთავსებული ე.წ. „ნავთლუღის ბაზრის" მიმდებარე ტერიტორიიდან, უნებართვოდ განთავსებული გარემოვაჭრეების დახლები გაიტანეს, ნათქვამია უწყების განცხადებაში.

თბილისის მერიამ ქუჩის ვაჭრობასთან ბრძოლა მარტის ბოლოს დაიწყო. უწყების თანამშრომლები მოვაჭრეებს წინასწარ აფრთხილებენ, ახორციელებენ დახლების დემონტაჟს და ტერიტორიებს ასუფთავებენ. ქუჩის მოვაჭრეებს ქალაქის ბაზრების ტერიტორიაზე შეღავათიანი პირობებით გადასვლა შესთავაზეს.

„უნებართვო გარევაჭრობის აღსაკვეთად ღონისძიებები გრძელდება. ამჯერად გარევაჭრობისთვის განკუთვნილი უნებართვო კონსტრუქციებისგან ნავთლუღის ბაზრის მიმდებარე ტერიტორია გათავისუფლდა. უახლოეს პერიოდში კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური აქ გზისა და ტროტუარის სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს", — განაცხადა მერის მოადგილემ გიგა ნიკოლეიშვილმა.

საპროტესტო აქცია მეტრო მარჯანიშვილთან - Sputnik საქართველო
ქუჩის მოვაჭრეებმა თბილისის ცენტრში საპროტესტო აქცია მოაწყვეს

„თბილსერვის ჯგუფის" თანამშრომლებმა მეველის ქუჩა და მეტროსადგურ „სამგორის" მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.

გარევაჭრობის აკრძალვის მოთხოვნით, თბილისის მერიასა და რაიონულ გამგეობებს მოქალაქეებმა არა ერთხელ მიმართეს.

„გარდა იმისა, რომ გარევაჭრობა უკანონოდ ხორციელდება, ასევე, ირღვევა მალფუჭებადი პროდუქციის შენახვის პირობები, ხდება გაურკვეველი წარმოების პროდუქციის გაყიდვა, ჩნდება ანტისანიტარია, მახინჯდება თბილისის იერსახე და ფერხდება გადაადგილება", — აღნიშნავენ მერიაში.

გაწმენდის სამუშაოები მეტრო ახმეტელთან - Sputnik საქართველო
ვარკეთილის მეტროსთან გარევაჭრობა აიკრძალა

დედაქალაქის მთავრობასთან გამართული მოლაპარაკებების შედეგად, ის ბაზრობები და ორგანიზებული სავაჭრო სივრცეები, რომლებიც ერთიანდებიან თბილისის ბაზრების ასოციაციაში, გარემოვაჭრეებს ალტერნატიულ სავაჭრო ადგილებს ექვსი თვით შეღავათიანი პირობებით სთავაზობენ.

გარემოვაჭრეებმა საპროტესტო აქცია არა ერთხელ მოაწყვეს. მიუხედავად თბილისის მერიის შეთავაზებისა, ისინი უარს ამბობენ ბაზრებში დახლების დაკავებაზე და მიუთითებენ, რომ სხვა მოვაჭრეებს კონკურენციას ვერ გაუწევენ, რადგან მათ საქონლის ფართო ასორტიმენტი აქვთ.

საქართველოში ქუჩაში ვაჭრობა აკრძალულია. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, სათანადო ნებართვის გარეშე გარე ვაჭრობა ისჯება 20-დან 50 ლარამდე ჯარიმით. თუ გარე მოვაჭრე პოლიციის თანამშრომლის მოთხოვნას არ დაემორჩილება, ის 50 ან 100 ლარით დაჯარიმდება, ან 7-დღიანი პატიმრობით დაისჯება.

 

ყველა ახალი ამბავი
0