10 ყველაზე საინტერესო ფაქტი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის შესახებ

© REUTERS / Benoit Tessierემანუელ და ბრიჯიტ მაკრონები
ემანუელ და ბრიჯიტ მაკრონები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საფრანგეთის ახალი პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი 39 წლისაა და, შესაბამისად, ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტია ქვეყნის ისტორიაში.

7 მაისს საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა, რომელშიც ხმათა დიდი უმრავლესობით მოძრაბის „წინ!“ ლიდერმა ემანუელ მაკრონმა გაიმარჯვა.

ქვემოთ ქვეყნის ახალი პრეზიდენტის ცხოვრების უჩვეულო ფაქტებს გაგაცნობთ.

  • საფრანგეთის ახალი პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი 39 წლისაა და, შესაბამისად, ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტია ქვეყნის ისტორიაში.
  • მაკრონი დაქორწინებულია ქალზე, რომელიც 25 წლით უფროსია მასზე — ბრიჯიტ მაკრონი 64 წლისაა. ემანუელი ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე იყო, 15 წლისა, როდესაც თავდავიწყებით შეუყვარდა საკუთარი მასწავლებელი ბრიჯიტი, 17 წლისამ კი გამოუცხადა: რაც უნდა გააკეთოთ, როგორც უნდა მარიდებდეთ თავს, მაინც მოგიყვანთ ცოლადო. არადა, ბრიჯიტი უკვე გათხოვილი იყო და სამი შვილიც ჰყავდა. 2007 წელს ბრიჯიტი ქმარს გაშორდა და ემანუელს გაჰყვა ცოლად. მაშინ ის უკვე 54 წლისა იყო. წყვილს საერთო შვილები არ ჰყავს. ბრიჯიტის შვილები პირველი ქორწინებიდან კი ლამის ემანუელის ტოლები არიან.

    #BriBriFirstLady Un sourire, une élégance, un charisme. Brigitte Macron sera une parfaite Première Dame.

    Публикация от Brigitte Macron fanpage (@brigitte.macron.fanpage) Апр 25 2017 в 10:47 PDT


  • ემანუელ მაკრონი მტკიცე ევროფილი და ატლანტისტია (ჩრდილოატლანტიკური სამხედრო ალიანსი, ნატო) და ტერორიზმის წინააღმდეგ სასტიკ ბრძოლას უჭერს მხარს.
  • ემანუელ მაკრონმა დაქორწინებისთანავე იყიდა ბინა პარიზში მილიონ ევროდ. ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, მან 2009 წლიდან 2014 წლამდე პერიოდში 3,3 მლნ ევრო გამოიმუშავა საბანკო სფეროში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობისას. საფრანგეთის ანტოკორუფციულმა ასოციაცია Anticor-მა საჯარო პირთა ცხოვრების გამჭვირვალობის უმაღლეს ინსტანციას მიმართა და მაკრონის ქონებრივი დეკლარაციის შემოწმება მოითხოვა. შემოწმების შედეგები ჯერჯერობით უცნობია.
  • მაკრონი ევროკავშირის შენარჩუნებისა და რეფორმირების მომხრეა. ის ასევე უჭერს მხარს სპეცსამსახურების, არმიისა და პოლიციის დაფინანსების გაზრდასა და მათი გავლენის გაძლიერებას. მიგრანტებთან და ლტოლვილებთან დაკავშირებით კი ღია კარის მომხრეა.

    J'ai vu le visage de la bienveillance.

    Публикация от Emmanuel Macron (@emmanuelmacron) Сен 12 2016 в 7:56 PDT


  • მაკრონი აქცენტს აკეთებს განათლებაზე და ასევე განახლებადი ენერგიის წყაროებზე გადასვლის აუცილებლობაზე. აპირებს გამოყოს 50 მლრდ ევრო მცირე  ბიზნესის პროფსწავლებაზე.
  • მაკრონის პოლიტიკა უკრაინის საკითხისადმი არ განსხვავდება მისი წინამორბედის ფრანსუა ოლანდის პოლიტიკისგან.
  • 2006-2009 წლებში ემანუელ მაკრონი სოციალისტური პარტიის წევრი იყო.
  • მაკრონი მორწმუნეთა მიერ რელიგიური გრძნობების ღია დემონსტრირების წინააღმდეგია, მაგრამ მოქმედი კანონები მაინც ზედმეტად მკაცრი ეჩვენება მორწმუნეების მიმართ.
ყველა ახალი ამბავი
0