აღმოსავლეთ საქართველოში სეტყვამ მოსავალი გაანადგურა

© photo: Sputnik / Mara 1სეტყვა
სეტყვა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გურჯაანის ხუთ სოფელში ძლიერმა სეტყვამ მოსავალი დააზიანა.

თბილისი, 8 მაისი — Sputnik. სეტყვამ გურჯაანის რაიონის რამდენიმე სოფელი დააზარალა.

სეტყვამ აღმოსავლეთ საქართველოს სოფლები დააზარალა

სეტყვამ სოფელ ახაშენში, ჩუმლაყში, ველისციხეში, მუკუზანსა და გურჯაანში სავარგულები და მოსავალი დააზიანა.

"ამჟამად ინფორმაციას ვაგროვებთ. რაიონის გამგებლის ბრძანებით სპეციალური კომისიაა შექმნილი", — განაცხადა გურჯაანის რაიონის გამგეობის წარმომადგენელმა ჯემალ შარაშვილმა ტელეკომპანია Imedi-ს ეთერში.

მისი თქმით, კომისიის წარმომადგენლები ადგილზე შეისწავლიან ვითარებას, რის შემდეგაც ზარალის დათვლა დაიწყება.

ბოლო დროს ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც სეტყვა აღმოსავლეთ საქართველოს სოფლებს აზარალებს. 7 აპრილის საღამოს ხოდაშენსა და ქისტაურში მოსულმა სეტყვამ მოსახლეობის სავარგულები და მოსავალი გაანადგურა.

ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში სეტყვას სინოპტიკოსები უახლოეს დღეებში კიდევ ვარაუდობენ.

ყველა ახალი ამბავი
0