სეტყვამ აღმოსავლეთ საქართველოს სოფლები დააზარალა

© Flickr / Colin Busbyსეტყვა
სეტყვა - Sputnik საქართველო
გამოწერა
კვირას, საღამოს ძლიერმა სეტყვამ ახმეტის რაიონის 15 სოფელი დააზარალა.

თბილისი, 7 მაისი — Sputnik. ძლიერმა სეტყვამ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლები ქისტაური და ხოდაშენი დააზარალა. სეტყვის შედეგად ვენახები და სახნავ-სათესი სავარგულები დაზიანდა, განაცხადა „Sputnik საქართველოსთან“ ახმეტის რაიონული ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე მათე ქავთარაშვილმა. 

ხოდაშენის ტერიტორიულ ერთეულში შედის სოფლები — აწყური, ზემო ხოდაშენი, ხორხელი, ჩარექაული, ჩაბინაანი. ქისტაურის ტერიტორიული ერთეულის შემადგენლობაში კი — არაშენდა, ახალშენი, ახშანი, ინგეთი, კოჯორი, ოსიაური, საჭალე და ქისტაური.

„ამინდი ჯერ კიდევ არამდგრადია. ხან წვიმს, ხან გადაიღებს. სეტყვა საღამოს წამოვიდა და დაახლოებით 20 წუთი გაგრძელდა“, — განაცხადა ქავთარაშვილმა.

მისი სიტყვებით, 8 მაისის დილიდან მოხდება სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0