შსს: ლუჟკოვს საქართველოს კანონმდებლობა არ დაურღვევია

© photo: Sputnik / Александр Вильф / გადასვლა მედიაბანკშიიური ლუჟკოვი
იური ლუჟკოვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოსკოვის ყოფილი მერის საქართველოში ვიზიტის გამო ქვეყანაში აჟიოტაჟი ატყდა.

თბილისი, 8 მაისი — Sputnik. მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი საქართველოში ლეგალურად შემოვიდა და კანონი "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" არ დაურღვევია, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა.

ყოფილი მერი საქართველოს მეუღლესთან ელენა ბატურინასთან და მოსკოვის გარემოს დაცვის დეპარტამენტის ყოფილ ხელმძღვანელ ლეონიდ ბოჩინთან ერთად ეწვია. საქართველოს მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ ადრე ლუჟკოვი აფხაზეთში საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ინფორმირების გარეშე იმყოფებოდა და ამით დაარღვია კანონი "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ".

"შემოვიდა ლეგალური საბუთით, რომელშიც რაიმე მონაცემი იმის შესახებ, რომ მას ჰქონდა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონმდებლობა დარღვეული, არ იყო და, შესაბამისად, მესაზღვრეს არ ჰქონდა ფორმალური საფუძველი, რომ სხვა გადაწყვეტილება მიეღო", — განაცხადა ხუციშვილმა.

სქიარქიმანდრიტი სერაფიმე და იური ლუჟკოვი - Sputnik საქართველო
საქართველოში მოსკოვის ექს-მერი იური ლუჟკოვი ჩამოვიდა

მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ უწყება ამ ვითარების შესწავლას განაგრძობს.

საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ლუჟკოვი ქვეყანაში არ მოუწვევიათ.

"ხელისუფლების მხრიდან არანაირი მოწვევის საფუძველზე ის არ ჩამოსულა საქართველოში. მე საერთოდ არ მაქვს ინფორმაცია მისი ვიზიტის შესახებ და დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ არ მომიწვევია და არც ჩემს კოლეგებს მოუწვევიათ", — განაცხადა ციხელაშვილმა.

"ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონის თანახმად, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ჩასვლა ოფიციალური თბილისის ინფორმირების გარეშე არაკანონიერია და ისჯება ან დიდი ოდენობის ჯარიმით, ან ოთხ წლამდე პატიმრობით.

საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოში მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა. თბილისმა ამ რეგიონებს ოკუპირებული ტერიტორიების სტატუსი მიანიჭა და შესაბამისი კანონი მიიღო.

ყველა ახალი ამბავი
0