Sputnik-ის მკითხველმა ყველაზე საუკეთესო პროექტად „გასეირნება თბილისში“ დაასახელა

© Sputnik / Alexander Imedashviliქართული სუვენირები
ქართული სუვენირები - Sputnik საქართველო
გამოწერა
Sputnik-მა პროექტი „გასეირნება თბილისში“ წელიწადზე მეტია, რაც დაიწყო. პროექტის თემები მოგვითხრობს ისტორიებს ძველი თბილისიდან თანამედროვე ქალაქამდე, წარმოგვიდგენს ადამიანებს, რომლებმაც უდიდესი როლი შეასრულეს საქართველოსა და მთლიანად კავკასიის კულტურული ცენტრის აღმშენებლობაში.

თბილისი, 8 მაისი — Sputnik. საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik-საქართველოს“ საუკეთესო სარედაქციო პროექტია „გასეირნება თბილისში“ — ასე ფიქრობს ვებ-გვერდზე პროფილური გამოკითხვის მონაწილეთა უმრავლესობა.

პროექტი „გასეირნება თბილისში“ ნარკვევებისა და ფოტოლენტების მეშვეობით მოგვითხრობს ისტორიებს ძველი თბილისიდან თანამედროვე ქალაქამდე, წარმოგვიდგენს ადამიანებს, რომლებმაც უდიდესი როლი შეასრულეს საქართველოსა და მთლიანად კავკასიის კულტურული ცენტრის აღმშენებლობაში, გვიამბობს ქალაქის ისტორიულ და თანამედროვე არქიტექტურაზე, თბილისის ცნობილ თუ ნაკლებად ცნობილ ადგილებზე.

კითხვაზე — „ყველაზე მეტად „Sputnik საქართველოს“ რომელი პროექტი მოგწონთ?“ გამოკითხვაში მონაწილეთა 28,6%-მა პროექტი „გასეირნება თბილისში“ დაასახელა.

მეორე ადგილზე ხმათა 21,4%-ით გავიდა პროექტი „ვოიაჟი მარიაჟი“, რომელიც ცნობილი ადამიანების მოგზაურობაზე, სხვადასხვა ქვეყანაში მათ თავგადასავლებზე მოგვითხრობს.

ნაბადი და ფაფახი ანანურის ციხესიმაგრის კედელზე - Sputnik საქართველო
რა მოსწონთ უცხოელებს ყველაზე მეტად საქართველოში — ტოპ–ათეული

ხმების ერთნაირი რაოდენობა – 14,3% აქვს პროექტებს — „უცხოელის თვალის დანახული საქართველო“ და „ქართველები უცხოეთში“, რომლებიც, შესაბამისად, წარმოგვიდგენენ საქართველოში მოგზაური უცხოელებისა და უცხოეთში საქართველოდან წასული ადამიანების მოსაზრებებს, შთაბეჭდილებებს, მოღვაწეობასა და ა.შ.

ასევე ხმების ერთნაირი რაოდენობა — 7,1% დააგროვეს პროექტებმა "სიყვარულის ისტორიები: ტფილისიდან თბილისამდე“, „თბილისის კინოაფიშა“ და „ქართული ფეხბურთის ჩემპიონატი“. მკითხველი არ დაინტერესდა პროექტით „ქართული ფეხბურთის „სადაგი დღეები“ ევროპაში“.

Sputnik-საქართველომ" ქვეყანაში საქმიანობა 2015 წლის მაისში დაიწყო. სააგენტოს აქტივები მოიცავს საინფორმაციო პორტალებს ქართულ და რუსულ ენებზე, რადიორესურსსა და მაღალტექნოლოგიურ მულტიმედიურ პრეს-ცენტრს.

„Sputnik-საქართველო" არის ათობით ქვეყანაში მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბების მქონე საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოსა და რადიოს ნაწილი.

Sputnik-ი მოიცავს ვებ-გვერდებს 30-ზე მეტ ენაზე, ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას, მობილურ დანართებსა და გვერდებს სოციალურ ქსელებში. მისი ახალი ამბები ყოველდღიურად 24-საათიანი რეჟიმით გადაიცემა ინგლისურ, არაბულ, ესპანურ და ჩინურ ენებზე.

ყველა ახალი ამბავი
0