აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი 2018 წლისთვის ბიუჯეტის გაზრდას ითხოვს

© Adjara Tourism Departmentპანორამული ხედი ბათუმზე
პანორამული ხედი ბათუმზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი 2018 წელს თავისი ბიუჯეტის ძირითადი ნაწილის დახარჯვას 16 ქვეყანაში რეკლამასა და პიარ–კამპანიაზე გეგმავს.

თბილისი, 6 მაისი – Sputnik. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა, სხვადასხვა პროექტის განსახორციელებლად, ადგილობრივ ხელისუფლებას 2018 წელს ბიუჯეტის 15%–ით გაზრდისკენ მოუწოდა, ნათქვამია აჭარის მთავრობის ვებ–გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

აჭარის 2018 წლის ბიუჯეტი, რომლის ნაწილიცაა ტურიზმის დეპარტამენტის ბიუჯეტი, უნდა წარმოადგინოს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ და დაამტკიცოს უმაღლესმა საბჭომ 2017 წლის დეკემბრის ბოლომდე.

ბათუმი - Sputnik საქართველო
ტურისტებს მთიანი აჭარა აინტერესებთ

2017 წელს აჭარის ბიუჯეტიდან ტურიზმისთვის 7,4 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი; 2018 წელს დეპარტამენტი 1,1 მილიონი ლარით მეტის მიღებას ვარაუდობს.

2018 წლის ბიუჯეტიდან უმეტესი ნაწილის – 6,1 მლნ ლარის დახარჯვას ტურიზმის დეპარტამენტი 16 ქვეყანაში რეკლამასა და პიარ–კამპანიაზე აპირებს. 195 ათასი ლარი მომსახურების სფეროს გაუმჯობესებისთვის გამოიყოფა.

შემდეგ წელს გაგრძელდება პროექტები „ტურიზმის განვითარების სკოლა“, „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ და საუკეთესი სერვისის მქონე ტურისტული ობიექტების დაჯილდოება „მაგნოლია 2018“. აღნიშნული პროექტები აჭარაში ტურისტულ სექტორში დასაქმებული კადრების გადამზადებას, სერვისის გაუმჯობესებას, წახალისებასა და ზოგადად, ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს. 

ბათუმი - Sputnik საქართველო
საქართველოში ტურიზმის ინსტიტუტი დაარსდა

დეპარტამენტი 2018 წელს, ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს მიერ მაღალმთიანი აჭარის ტურისტული პროდუქტებისა და მარშრუტების განვითარების მიზნით, 517 000 ლარს დახარჯავს. სააგენტო შემდეგ წელსაც ჩაატარებს სოფლის ტურიზმისა და ფრინველების ფესტივალებს.

ბოლო დროს საქართველოში ტურიზმის სფერო დინამიურად ვითარდება — წლიდან წლამდე იზრდება უცხოელი დამსვენებლების რიცხვი. ზაფხულის სეზონზე ტურისტების ძირითადი ნაკადი აჭარაზე მოდის.

საქართველოს 2016 წელს 6,3 მილიონზე მეტი უცხოელი ეწვია, აქედან აჭარას 1,4 მლნ სტუმრობდა — ძირითადად თურქეთიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან, ისრაელიდან და აზერბაიჯანიდან. მნიშვნელოვნად გაიზარდა ტურისტების რაოდენობა ირანიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან და საუდის არაბეთიდან.

 

ყველა ახალი ამბავი
0