ტურისტებს მთიანი აჭარა აინტერესებთ

© FB/Visit Batumiბათუმი
ბათუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აჭარის ტურისტული საინფორმაციო ცენტრების მომსახურებით წლის დასაწყისიდან 5,9 ათასზე მეტმა უცხოელმა ისარგებლა. ისინი ძირითადად დაინტერესებული იყვნენ მთის ტურებით, ტრადიციული სამზარეულოთი და ფოლკლორით.

თბილისი, 4 მაისი — Sputnik. უცხოელები აჭარის ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებს უფრო ხშირად მიმართავენ, ამაზე აჭარის მთავრობის 2017 წლის პირველი კვარტლის მონაცემები მეტყველებს.

2017 წლის იანვარ-მარტის პერიოდში აჭარის ტურისტული საინფორმაციო ცენტრების მომსახურებით 5,9 ათასზე მეტმა უცხოელმა ისარგებლა, რაც გასული წლის მონაცემებზე 18%-ით მეტია. უმეტესად ესენი იყვნენ სტუმრები რუსეთიდან, ისრაელიდან, უკრაინიდან და პოლონეთიდან. მათ ძირითადად აინტერესებდათ ტურები მთიან აჭარაში და ტრადიციული სამზარეულო. ასევე ბევრი იყო ადგილობრივი ფოლკლორის გაცნობისა და გასართობი ობიექტების მონახულების მსურველი.

აჭარაში სულ ცხრა ტურისტული საინფორმაციო ცენტრია, სადაც შესაძლებელია ინფორმაციის მიღება ტურისტული პროდუქტების, გასართობი ობიექტების, ტურებისა და ღონისძიებების შესახებ. იქვე შესაძლებელია ადგილობრივი პროდუქციისა და სუვენირების ყიდვა.

Extra CL330 - Sputnik საქართველო
ბათუმში Red Bull-ის საჰაერო რბოლის ჩემპიონატი ჩატარდება

ტურისტული საინფორმაციო ცენტრები განთავსებულია როგორც ბათუმში, ისე ყველა რაიონულ ცენტრში. ტურისტული სეზონი როდესაც არ არის, მაშინ მხოლოდ ექვსი ცენტრი მუშაობს.

ბოლო დროს საქართველოში ტურიზმის სფერო დინამიურად ვითარდება — წლიდან წლამდე იზრდება უცხოელი დამსვენებლების რიცხვი. ზაფხულის სეზონზე ტურისტების ძირითადი ნაკადი აჭარაზე მოდის.

საქართველოს 2016 წელს 6,3 მილიონზე მეტი უცხოელი ეწვია, აქედან აჭარას 1,4 მლნ სტუმრობდა — ძირითადად თურქეთიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან, ისრაელიდან და აზერბაიჯანიდან. მნიშვნელოვნად გაიზარდა ტურისტების რაოდენობა ირანიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან და საუდის არაბეთიდან.

ყველა ახალი ამბავი
0