საქართველოში ტურიზმის ინსტიტუტი დაარსდა

© Sputnik / Denis Aslanovბათუმი
ბათუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ინსტიტუტის ამოცანაა ტურიზმის სფეროს ხელშეწყობა, მათ შორის, კვლევების ჩატარება და სახელმწიფო და კერძო სექტორების ხელშეწყობა.

თბილისი, 4 მაისი — Sputnik. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ყოფილმა ხელმძღვანელმა მამუკა ბერძენიშვილმა ტურიზმის ინსტიტუტი დააარსა, რომლის მიზანია ქვეყანაში ტურიზმის სფეროს ხელშეწყობა.

ბათუმი - Sputnik საქართველო
ტურისტებს მთიანი აჭარა აინტერესებთ

ინსტიტუტი ბათუმში მდებარეობს. ის გეგმავს, რომ გახდეს მნიშვნელოვანი მედიატორი კერძო და სახელმწიფო სექტორების თანამშრომლობის პროცესში. ინსტიტუტის სპეციალისტები კონსულტაციებს გაუწევენ სახელმწიფო ორგანოებისა და ინვესტორების წარმომადგენლებს.

გარდა ამისა, ინსტიტუტი შეისწავლის ტურიზმის სფეროსთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებს. უკვე ჩატარდა კანონის "ტურიზმისა და კურორტების შესახებ" პირველი კვლევა, რომელიც, ბერძენიშვილის განცხადებით, დამუშავებასა და სრულყოფას საჭიროებს.

ინსტიტუტის სპეციალისტები, ტურისტული პროდუქტის განვითარებისა და მომსახურების სფეროს გაუმჯობესების მიზნით, ინოვაციურ პროექტებს დანერგავენ.

ინსტიტუტში სხვადასხვა ფორმატის (კონფერენციები, ფორუმები, სემინარები) შეხვედრები გაიმართება, რომლის მიზანიც ტურიზმის სფეროში მომუშავე კადრების ცოდნისა და უნარების ამაღლება იქნება.

საქართველოში ტურიზმის სფერო დინამიურად ვიტარდება — წლიდან წლამდე ქვეყანაში უცხოელი ტურისტების რაოდენობა იზრდება.

ქვეყანას 2016 წელს 6,3 მილიონზე მეტი უცხოელი ეწვია, რაც 2015 წლის მონაცემებზე 7,6%-ით მეტია. უცხოური ტურიზმიდან შემოსავალმა გასულ წელს 2 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა.

ყველა ახალი ამბავი
0