უნდა აიკრძალოს თუ არა ჩამოსასხმელი ღვინის ექსპორტი?

© FB/Andria Gvidianiანდრია გვიდიანი
ანდრია გვიდიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი „ვაზისა და ღვინის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", რომელიც ჩამოსასხმელი ღვინის ექსპორტზე გატანის აკრძალვას ითვალისწინებს.

ჩამოსასხმელი ღვინის ექსპორტის აკრძალვა მეღვინეობის სექტორს დიდად არ დააზარალებს, მიაჩნია ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსს ანდრია გვიდიანს.

„ჩამოსასხმელი ღვინის წილი ქართული ღვინის ექსპორტის მთლიან მაჩვენებელში ძალიან დაბალია. მაგალითად, 2016 წელს ექსპორტზე დაახლოებით, 50 მილიონი ბოთლი გავიდა, რომლისგანაც ჩამოსასხმელი ღვინო დაახლოებით, ნახევარი მილიონი ლიტრი იყო. ამიტომ არა მგონია, რომ ამ სეგმენტისთვის ეს ინიციატივა ძალიან დამაზარალებელი აღმოჩნდეს", — აღნიშნა ანდრია გვიდიანმა „Sputnik —საქართველოსთან" საუბრისას. 

ქართული ღვინო მაღაზიის თაროებზე - Sputnik საქართველო
ქართული ღვინისთვის უმსხვილესი ბაზარი კვლავ რუსეთია

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2017 წლის პირველ 4 თვეში საქართველოდან ექსპორტზე 327 295 ლიტრი ჩამოსასხმელი ღვინო გავიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 69%-ით მეტია.

არასამთავრობო ორგანიზაციის ანალიტიკოსის თქმით, მართალია ეს კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არის ინიცირებული, მაგრამ ექსპორტის აკრძალვის საკითხი თავად ღვინის კომპანიებმა წამოჭრეს, რომელთაც ამ საკითხთან დაკავშირებით, სხვადასხვა არგუმენტები აქვთ. მაგალითად, თუნდაც ის, რომ ჩამოსასხმელი ღვინის ექსპორტი უფრო იაფი ჯდება. 

ქართული ღვინო - Sputnik საქართველო
ბორდოს ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში საქართველო პირველ გამოფენას უმასპინძლებას

„ის, რომ ქვეყნიდან შეიძლება გავიდეს ჩამოსასხმელი ღვინო, იქ ჩამოისხას ბოთლებში და შემდეგ უფრო ძვირად გაიყიდოს, რასაკვირველია, ქართული ღვინის კომპანიებისთვის არის ნეგატიური ფაქტორი, რადგან ასეთ შემთხვევაში მათ არა კონკურენტულ გარემოში უწევთ ოპერირება", — განაცხადა ანდრია გვიდიანმა.

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი "ვაზისა და ღვინის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", რომელიც ჩამოსასხმელი ღვინის ექსპორტზე გატანის აკრძალვას ითვალისწინებს.

კანონპროექტის 33-ე მუხლის მე —10 პუნქტის თანახმად, დაცული ადგილწარმოშობის დასახელების და დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის ღვინის ექსპორტი არ არის ნებადართული სამომხამრებლო ტარაში დაფასოების გარეშე.

ნატა პატარაია

ყველა ახალი ამბავი
0