ქართული ღვინისთვის უმსხვილესი ბაზარი კვლავ რუსეთია

© photo: Sputnik / Stringerქართული ღვინო მაღაზიის თაროებზე
ქართული ღვინო მაღაზიის თაროებზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველომ 2017 წლის იანვარ-აპრილში ექსპორტზე მსოფლიოს 39 ქვეყანაში 41,4 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 18,4 მილიონი ბოთლი ღვინო გაიტანა.

თბილისი, 5 მაისი — Sputnik. მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში ქართული ღვინის იმპორტიორ ქვეყნებს შორის პირველი ადგილი რუსეთმა დაიკავა. ამ ქვეყანაში 4 თვეში 11 მილიონი ბოთლი ღვინო შეიტანეს, აღნიშნულია ღვინის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

2017 წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან მსოფლიოს 39 ქვეყანაში ექსპორტირებულია 41,4 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 18,4 მლნ ბოთლი (0,75 ლიტრი) ღვინო, რაც 59%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს.

"მიმდინარე წლის იანვარ-აპრილის მდგომარეობით, ღვინისა და სხვა ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტის მაჩვენებლები, 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 60%-მდეა გაზრდილი. ექსპორტი გაზრდილია ევროკავშირის ქვეყნების, ჩინეთის, აშშ-ის და აგრეთვე ტრადიციული ბაზრების მიმართულებით. ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის მიმართულებით ღვინის ეროვნული სააგენტო და მეღვინეობის დარგი შეთანხმებულად მუშაობენ", — განაცხადა ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი სამანიშვილმა.

რთველი – ყურძნის კრეფის დღესასწაული - Sputnik საქართველო
რთველი საქართველოში

ქართული ღვინის ექსპორტი რუსეთში მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში, გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 87%-ით გაიზარდა და რუსეთი ქართული ღვინის ექსპორტიორ ქვეყნებში პირველი ქვეყანა გახდა, სადაც 11,1 მლნ ბოთლი ღვინო გაიტანეს, ნათქვამია განცხადებაში.

იმპორტიორ ქვეყნებში მეორე ადგილზეა ჩინეთი. ჩინეთში ღვინის ექსპორტი 207%-ით გაიზარდა და 2,4 მლნ ბოთლი შეადგინა. მესამე ადგილზეა უკრაინა, სადაც 1,9 მლნ ბოთლი ღვინო გავიდა.

უწყების მონაცემებით, აღნიშნულ პერიოდში გაიზარდა ბრენდის ექსპორტიც — მსოფლიოს 14 ქვეყანაში გატანილია 4,3 მილიონ ბოთლზე (0,5 ლიტრი) მეტი, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 56%-ით მეტია.

ქართული ღვინო - თბილისობა - Sputnik საქართველო
Esquire: ქართული ღვინო საუკეთესო ნატურალური ღვინოების ათეულშია

ბრენდის ექსპორტმა ფულადი გამოსახულებით 10,7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის იანვარ-აპრილთან შედარებით 67%-ით მეტია.

124%-ით გაიზარდა ჭაჭის ექსპორტი. საანგარიშო პერიოდში საქართველომ ექსპორტზე გაიტანა 177,4 ათასი აშშ დოლარის ღირებულების 63,4 ათასი ბოთლი (0,5 ლიტრი) ჭაჭა.

სულ 2017 წლის იანვარ-აპრილის პერიოდში ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებული შემოსავლები 75,4 მლნ აშშ დოლარს შეადგენს — ზრდამ 2016 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 59% შეადგინა.

ყველა ახალი ამბავი
0