Esquire: ქართული ღვინო საუკეთესო ნატურალური ღვინოების ათეულშია

© Sputnik / Levan Avlabreliქართული ღვინო - "თბილისობა"
ქართული ღვინო - თბილისობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქვევრში დამზადებული წითელი მშრალი ღვინო "თავკვერი" რეიტინგში საფრანგეთის, ესპანეთისა და იტალიის ღვინოებთან ერთად მოხვდა.

თბილისი, 2 მაისი — Sputnik. ამერიკული ჟურნალი Esquire-ის მაისის ნომრის ვერსიით, ქართული ღვინო „თავკვერი" მსოფლიოს იმ ნატურალური საუკეთესო ღვინოების ათეულშია, რომელთა ღირებულება 40 აშშ დოლარს არ აღემატება.

ღვინის ჩაი - Sputnik საქართველო
ქართული სტარტაპი: ღვინის ჩაი

ჟურნალმა შეაფასა „ხოხბის ცრემლების" მარნის წითელი მშრალი ღვინო „თავკვერი" (2013 წლის მოსავალი). ღვინის სიმაგრეა 12%. ამ სახეობის ღვინოს აწარმოებენ ამავე დასახელების ყურძნის ჯიშისგან, რომელიც შიდა ქართლში გვხვდება.

„მსუბუქი წითელი „თავკვერი" თიხის ჭურჭელშია დამზადებული, რომელსაც ფუტკრის ცვილით ფარავენ და მიწაში დებენ", — წერს გამოცემა.

ამჟამად საქართველოში ასობით ჯიშის ყურძენი მოდის, მსოფლიოში ცნობილი 4 ათასი სახეობიდან დაახლოებით 500 სახეობას ქართული ფესვები აქვს. იუნესკოს გადაწყვეტილებით, 2013 წელს ღვინის ქვევრში დაყენების ხერხი კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შევიდა.

ერეკლე ხაზიური - Sputnik საქართველო
თბილისური კონკა მსოფლიოს საუკეთესო ადგილთა ნუსხაში და ქართული ღვინის ბარი მანჰეტენზე

ქართული ღვინის გარდა, ჟურნალის სიაში შევიდა ნატურალური ღვინოები საფრანგეთიდან, ესპანეთიდან, ავსტრიიდან, ავსტრალიიდან, იტალიიდან და აშშ-დან.

მსოფლიოში ქართული ღვინის პოპულარობა იზრდება. საქართველომ 2017 წლის იანვარ-მარტში დაახლოებით 14,2 მლნ ბოთლი (0,75 ლ) გაიტანა ექსპორტზე, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 85%-ით მეტია.

ამ პერიოდში საქართველომ გაიტანა 32,2 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო მსოფლიოს 38 ქვეყანაში, რაც 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 77%-ით მეტია.

ქართული ღვინის ძირითადი ექსპორტიორი ქვეყნებია რუსეთი, ჩინეთი, უკრაინა, პოლონეთი და ყაზახეთი.

ყველა ახალი ამბავი
0