ქართული სტარტაპი: ღვინის ჩაი

© photo: Sputnik / Stringerღვინის ჩაი
ღვინის ჩაი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროექტი "ღვინის ჩაი" სახელმწიფო პროგრამა "სტარტაპ-საქართველოს" გამარჯვებულია - ეს პროდუქტი წარმოადგენს ფხვნილს, რომელიც ღვინის დამუშავების პროცესში მიიღება.

აგნესა პაპაზიანი

ღვინის ჩაის სასარგებლო თვისებებისა და მისი მწარმოებელი კომპანიის შექმნის ისტორიის შესახებ "Sputnik-საქართველოს" კავკასიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა გიორგი ბუკიამ უამბო. მისი პარტნიორები გახდნენ პროდუქტის შემქმნელი პროფესორი ირაკლი ნატროშვილი და მისი ვაჟი, მარკეტინგის სპეციალისტი გიორგი ნატროშვილი.

ღვინის ჩაი

სტარტაპი ქართულ ბაზარს სთავაზობს აბსოლუტურად ახალ პროდუქტს — ღვინის ჩაის. ეს არის ფხვნილი, რომელიც ღვინის დამუშავების შედეგად მიიღება. ჩაის უნიკალურობა იმაშია, რომ მისი მსგავსი ან მისი სრული ანალოგი მსოფლიოს ბაზარზე არ არსებობს.

ჩაი ყველა სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, რომელიც ღვინოშია, და ამავე დროს მომხმარებელს სპირტის მავნე ზეგავლენისგან იცავს. ამიტომ მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც პატარა ბავშვებისთვის, ასაკოვანი ადამიანებისთვის და ყველასათვის, ვისაც ალკოჰოლი სხვადასხვა მიზეზის გამო ეკრძალება.

© Sputnik / Levan Avlabreliფინჯანი ღვინის ჩაით
ფინჯანი ღვინის ჩაით - Sputnik საქართველო
ფინჯანი ღვინის ჩაით

ღვინოს ძალიან ბევრი სასარგებლო თვისება გააჩნია. ის აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ხელს უწყობს წყლულების შეხორცებას, ამცირებს თირკმელებში კენჭების წარმოქმნის რისკს. ღვინო უამრავ ანტიოქსიდანტს შეიცავს, რომელიც ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლოა.

"ვფიქრობ, რომ ეს პროდუქტი მუსლიმანური ქვეყნების ბაზრისთვის იქნება საინტერესო, სადაც ალკოჰოლს არ სვამენ. ეს პროდუქტი გემოთი და სასარგებლო ნივთიერებების შემცველობით პრაქტიკულად ღვინოს უტოლდება", — აცხადებს გიორგი ბუკია.

ღვინის ჩაი წარმოადგენს გრანულებს, რომლებიც სპეციალური ფხვნილით არის სავსე. მას ისევე აყენებენ, როგორც ჩვეულებრივ ჩაის. ჩვეული გემოს მისაცემად შაქრის დამატებაც შეიძლება. ვინც ეს ჩაი დააგემოვნა, აცხადებს, რომ გემოთი ღვინოს ძალიან ჰგავს.

© Sputnik / Levan Avlabreliკავკასიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული გიორგი ბუკია
კავკასიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული გიორგი ბუკია - Sputnik საქართველო
კავკასიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული გიორგი ბუკია

სამი თაობა

ღვინის ჩაი 25 წლის წინ ქართველმა ფარმაცევტმა შექმნა. ეს ფარმაცევტი არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ირაკლი ნატროშვილი. სტარტაპის დამაარსებლის, გიორგი ბუკიას ერთ-ერთი ლექტორი აღმოჩნდა ირაკლი ნატროშვილის ვაჟი გიორგი ნატროშვილი.

"ერთხელ ზაფხულში, როდესაც სასწავლო სემესტრი უკვე მთავრდებოდა, აუდიტორიაში სულ რამდენიმე სტუდენტი დარჩა და ლექტორმა გიორგი ნატროშვილმა საინტერესო პროდუქტზე — ღვინის ჩაიზე და მის სასარგებლო თვისებებზე გვიამბო", — იხსენებს გიორგი ბუკია.

© Sputnik / Levan Avlabreliღვინის ჩაი
ღვინის ჩაი - Sputnik საქართველო
ღვინის ჩაი

ამ შემთხვევის შემდეგ ბევრი დრო გავიდა. გიორგი ბუკია ამერიკაში წავიდა, ისწავლა იქ და საქართველოში დაბრუნდა. მაგრამ ღვინის ჩაი გიორგის არ ავიწყდებოდა. მან გადაწყვიტა მისი წარმოების ბიზნეს-პროექტის წამოწყება, რადგან საქართველოს მაღაზიების თაროებზე ღვინის ჩაის ხილვა თავად სურდა.

ამაში მას მხარი ნატროშვილების ოჯახმაც დაუჭირა — ისინი ბიზნეს-პარტნიორები გახდნენ. შემდეგ ბიზნეს-გეგმაც დაიწერა. გუნდმა "სტარტაპ-საქართველოში" განაცხადის შეტანა გადაწყვიტა. მალე დადებითი პასუხიც მიიღეს — მათ დაფინანსება მისცეს! იმ დროიდან პროექტის განხორციელებაზე დაიწყეს მუშაობა. სამი თაობის კავშირი შეიქმნა: სტუდენტის, ლექტორის და მისი მამის, პროფესორის.

ყველა ახალი ამბავი
0