რთველის უძველესი ტრადიცია საქართველოში დღემდეა შემორჩენილი. იხილეთ ვიდეო, რომელშიც ნაჩვენებია კახეთის ერთ-ერთ სოფელში ყურძნის მოსავლის აღების პროცესი.
სექტემბრიდან ნოემბრის ჩათვლით საქართველოში რთველია — ყურძნის მოსავლის აღება. ამინდისა და კლიმატური თავისებურებებიდან გამომდინარე საქართველოს რეგიონებში რთველი სხვადასხვა დროს იწყება. Sputnik-ი რთველზე კახეთის რეგიონს ეწვია.
„რთველი არის სახალხო დღესასწაული, მით უმეტეს მევენახისთვის, რომლისთვისაც ყურძნის მოსავალი მთელი წლის სარჩოა, კახეთში – განსაკუთრებით. ნებისმიერ კულტურას პატივს ვცემთ, გვიყვარს ნებისმიერი კულტურის მოყვანა, მაგრამ ყურძენი და ვენახი – ეს სხვა თემაა“, — განაცხადა Sputnik-თან საუბრისას მეღვინე ალექსი შალოშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, დღეს ძირითადი ძალისხმევა მიმართულია მაღალი ხარისხის ღვინის დამზადებაზე, რათა ქართული ღვინო კონკურენტუნარიანი იყოს არა მარტო ქვეყანაში, არამედ საზღვრებს გარეთაც.