ქართველი პოლიტოლოგი: საბჭოთა წარსული უნდა გადაიხედოს

© Sputnik / Levan Avlabreliისტორიკოსები და მწერლები დიდ სამამულო ომზე
ისტორიკოსები და მწერლები დიდ სამამულო ომზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივს სცემს და იმ მოვლენებს ერთიანობის სიმბოლოდ აღიქვამს, განაცხადა გია სიამაშვილმა.

თბილისი, 4 მაისი — Sputnik. პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, საქართველოს ჩათვლით, საბჭოთა წარსულის გადახედვა არ მომხდარა, განაცხადა ილიას უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელმა გია სიამაშვილმა.

თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში გაიმართა ვიდეოხიდი თბილისი-ბაქო-მინსკი-ბიშკეკი-კიევი-კიშინიოვი თემაზე „არ უნდა დავივიწყოთ — ისტორიკოსები და მწერლები მეორე მსოფლიო ომის შესახებ".

„მიმაჩნია, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნების ერებს არ განუხორციელებიათ საბჭოთა ისტორიის ასეთი სოციოკულტურული ანალიზი — რა იდეოლოგია იყო ეს. ვიცით, რომ ეს დასავლური მარქსისტული იდეაა, მაგრამ არ ვიცით, რომ ევრაზიული სივრცის ნიადაგზე მან სახე იცვალა და ევრაზიული მენტალიტეტის გარკვეული განსაკუთრებული თვისებები შეიძინა, რომლებსაც შემდგომში საბჭოთა ადამიანის იდეა უწოდეს, რომელიც დასავლური კაპიტალიზმისაგან განსხვავებული იყო", — განაცხადა სიამაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივს სცემს და იმ მოვლენებს ერთიანობის სიმბოლოდ აღიქვამს, რომლის მიზანია — მსოფლიო ბოროტებასთან, ანუ ფაშიზმთან ბრძოლა.

ვიდეოხიდი - Sputnik საქართველო
ბელარუსელი ვეტერანი მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს ომზე საუბრისკენ მოუწოდებს

სიამაშვილის თქმით, ახალგაზრდა თაობას ომის შესახებ ისტორიები მისი უშუალო მონაწილეებისაგან აღარ ესმის, როგორც ეს უფროსი თაობის შემთხვევაში იყო, არამედ მათ სახელმძღვანელოებში კითხულობენ.

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ისტორიოგრაფია საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში საქართველოს არსებობის ფაქტს განიხილავდა როგორც ძალადობრივ აქტს, და ეს საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოებში წერია, ხაზგასმით აღნიშნა სიამაშვილმა.

თავის მხრივ, ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატმა და ყირგიზეთ-რუსეთის სლავური უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველმა ლეონიდ სუმაროკოვმა აღნიშნა, რომ ის და მისი თანამოაზრეები, როგორც ომის მონაწილეების შვილები, ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ შემოინახონ ხსოვნა გამარჯვებისა და იმ გმირობების შესახებ, რომელიც წინაპრებმა ბრძოლებში ჩაიდინეს და ამის შესახებ ახალგაზრდებს უამბონ.

"უნდა ვუამბოთ ჩვენს შვილებს, შვილიშვილებს, რომ ერთიანები ვართ, და ალბათ, ამაშია ჩვენი ძალა", — აღნიშნა სუმაროკოვმა.

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოს პრემიერი: ვეტერანების წინაშე ქედი უნდა მოვიხაროთ

ვიდეოხიდს შეუერთდა ბელორუსისა და რუსეთის საპარლამენტო სათათბიროს წევრი, ბელორუსის სახელმწიფო უნივერსიტეტის რუსეთის ისტორიის კათედრის დოცენტი გალინა ბოლსუნი, რომელმაც აღნიშნა, რომ ბელორუსში ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ომის შესახებ ისტორიული ფაქტები შემოუნახონ ახალგაზრდებს.

"საქმე ისაა, რომ 2005 წელს, როდესაც გამარჯვების 60 წლისთავს აღვნიშნავდით, პრეზიდენტის ბრძანებით ყველა სკოლაში, უმაღლეს სასწავლებელში, საშუალო სპეციალურ სასწავლო დაწესებულებაში შემოიღეს ცალკე კურში მეორე მსოფლიო ომის შესახებ, შეიქმნა ამ კურსის პროგრამა, გამოიცა სახელმძღვანელო", — განაცხადა ბოლსუნმა და აღნიშნა, რომ ახალგაზრდები ამ კურსს ახლაც გადიან.

9 მაისს ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების 72-ე წლისთავი აღინიშნება. ამ დღეს ყოფილი საბჭოთა კავშირის მრავალ ქვეყანაში აღნიშნავენ. დღემდე კამათობენ 1945 წელს გამარჯვების გავლენაზე ისტორიის შემდეგ მსვლელობასა და ისტორიული მემკვიდრეობის მნიშვნელობაზე.

ყველა ახალი ამბავი
0