ბელარუსელი ვეტერანი მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს ომზე საუბრისკენ მოუწოდებს

© Sputnik / Levan Avlabreliვიდეოხიდი
ვიდეოხიდი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვიდეოხიდი მინსკი - ბიშკეკი - კიევი - თბილისი, რომელიც მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღეს მიეძღვნა, ოთხშაბათს გაიმართა.

თბილისი, 3 მაისი — Sputnik. სატანკო ჯარების გადამდგარმა გენერალ-მაიორმა, ომისა და სსრკ-ის შეიარაღებული ძალების ვეტერანმა ალექსანდრ ფენმა ყველა ვეტერანს მოუწოდა მეორე მსოფლიო ომზე ისაუბრონ, რათა არ მოხდეს ისტორიული ფაქტების დამახინჯება.

ვიდეოხიდი მინსკი — ბიშკეკი — კიევი — თბილისი ოთხშაბათს თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში ჩატარდა და მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღეს მიეძღვნა. ღონისძიებაში ომის ვეტერანების გარდა, მონაწილეობა მიიღეს ისტორიკოსებმა, პოლიტოლოგებმა და 9 მაისის აქციების ორგანიზატორებმა.

 „ახალგაზრდებს ომზე სიმართლის გაგება უნდათ, ისინი სიმართლეს მხოლოდ ვეტერანებისგან გაიგებენ… ჩვენ, ვეტერანები, რაც შეგვიძლია ვცდილობთ დავეხმაროთ ჩენს ქვეყნებს, რათა მესამე მსოფლიო ომი არ მოხდეს. ამისათვის ჩვენი მეომრების გმირობების მაგალითებს ვიხსენებთ“, — განაცხადა ფენმა. 

© Sputnik / Levan Avlabreli9 მაისისადმი მიძღვნილი ვიდეოხიდი
9 მაისისადმი მიძღვნილი ვიდეოხიდი - Sputnik საქართველო
9 მაისისადმი მიძღვნილი ვიდეოხიდი

ღონისძიების მონაწილეებმა ისაუბრეს იმაზე, თუ როგორ აღინიშნება გამარჯვების დღე მათ ქვეყნებში, ვეტერანებმა კი ომის პერიოდის ამბები გაიხსენეს.

ვიდეოხიდში ქართველი ვეტერანებიდან  მაიორი, ასეულის მეთაური ნიკოლოზ ჭარაშვილი მონაწილეობდა.

 „ჯარში მოხალისედ წავედი, მინდოდა მეჩვენებინა, როგორ შეუძლია ადამიანს სამშობლოს დაცვა… სტალინგრადელებივით ვიბრძოდით“, — განაცხადა ჭარაშვილმა.

ქართველმა ვეტერანმა გაიხსენა, 2 მაისს როგორ აიღეს ბერლინი, ხოლო 4 მაისს კი ის თავის ასეულთან ერთად მდინარე ელბაზე ამერიკელებს შეხვდა. 

© Sputnik / Levan Avlabreliმეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, მაიორი ნიკოლოზ ჭარაშვილი
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, მაიორი ნიკოლოზ ჭარაშვილი - Sputnik საქართველო
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, მაიორი ნიკოლოზ ჭარაშვილი

 „4 მაისს დილით დასრულდა ომი. მოეწყო მეგობრული პურ-მარილი, ერთად ვისხედით რუსები, ამერიკელები, პოლონელები და  ხალხთა მეგობრობის სადღეგრძელოებს ვსვამდით“, — აღნიშნა ჭარაშვილმა.

ვეტერანთა საქმეების საქართველოს სახელმწიფო სამსახურის მონაცემებით, საქართველომ ფრონტზე გაგზავნა 700 ათასი მეომარი, აქედან, შინ დაბრუნდა მხოლოდ 300 ათასი. ათობით ათასი ადამიანი დაჯილდოვდა სახელმწიფო ჯილდოებით, 167 გახდა საბჭოთა კავშირის გმირი. ყველაზე ცნობილი — უმცროსი სერჟანტი მელიტონ ქანთარია (1921-1993 წლები) იყო, რომელმაც სერჟანტ მიხეილ ეგოროვთან ერთად, 1945 წლის მაისში რეიხსტაგზე გამარჯვების დროშა აღმართა.


ყველა ახალი ამბავი
0