კალაძე: ბუნებრივ აირზე ტარიფები შეიძლება არ შეიცვალოს

გამოწერა
ოპოზიცია ბუნებრივ აირსა და ელექტროენერგიაზე ტარიფების შესაძლო გაზრდასთან დაკავშირებით მმართველ ძალას წინასაარჩევნო დაპირებების შეუსრულებლობაში ადანაშულებს.

თბილისი, 3 მაისი — Sputnik. საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ მოსახლეობას მოუწოდა დაელოდონ გაზის ტარიფის გაზრდასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას  და აღნიშნა, რომ შეიძლება ტარიფი არ შეიცვალოს. 

ბუნებრივი აირი - Sputnik საქართველო
ენერგეტიკის სამინისტრო სენაკში ბუნებრივ აირზე ტარიფების გაძვირებით შეშფოთებულია

იმის შესახებ, რომ მიმდინარე წლის ივლისიდან გაზის,  წლის ბოლოს კი ელექტროენერგიაზე ტარიფი გაიზრდება, სამშაბათს პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ოთარ სირაძემ განაცხადა.

„რაც შეეხება მოლოდინს, გამორიცხული არაა, რომ ბუნებრივ აირზე ტარიფი გაიზარდოს. აღნიშნულ საკითხზე მარეგულირებელი კომისია მუშაობს და ყველა გავიგებთ გადაწყვეტილებას. შეიძლება ფასის ზრდა არც მოხდეს. ამიტომ დაველოდით“, — განაცხადა კალაძემ ჟურნალისტებთან.

ოპოზიციონერებმა საქართველოს ხელისუფლება წინასაარჩევნო დაპირებების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა. 2012 წელს ქართველმა მილიარდერმა, კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა როგორც ბუნებრივ აირზე, ისე ელექტროენერგიაზე ტარიფების ორმაგად შემცირების შესაძლებლობა არ გამორიცხა. 

გაზქურა - Sputnik საქართველო
ტარიფები ბუნებრივ აირზე გადაიხედება

„ქართულმა ოცნებამ“ მოსახლეობას ტარიფების განახევრების პირობა მისცა, მაგრამ ამის ნაცვლად, უკვე ზაფხულში ტარიფების ზრდას გეგმავენ, რაც კიდევ უფრო დაამძიმებს მოსახლეობის მდგომარეობას. ეს პირდაპირ იმოქმედებს ფასების ზრდაზე, მათ შორის, ისეთი პროდუქტებზე, როგორიცაა პური და ეს მაშინ ხდება, როდესაც ბუნებრივ აირზე მოთხოვნილება 2016 წელს 6%-ით შემცირდა, 2015 წელთან შედარებით“, განაცხადა „ნაცმოძრაობის“ წევრმა ზურაბ მელიქიშვილმა Rustavi2-ის ეთერში.

გაზზე ტარიფების ზრდა გასულ კვირას „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა,  ენერგეტიკის საკითხებში ექსპერტმა რევაზ არველაძემაც არ გამორიცხა.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ახალი ტარიფების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას მაქსიმუმ 20 ივლისს მიიღებს. განაცხადები ტარიფების დადგენის, განაწილების, გაშვებისა და მოხმარების შესახებ კომისიაში SOCAR Georgia Gas-მა და „საქგაზმა“ შეიტანეს, რომლებიც საქართველოს ძირითად ნაწილს ბუნებრივი აირით ამარაგებს.

ამჟამად, თბილისში ბუნებრივი აირის ტარიფი 1 კუბურ მეტრზე 45,62 თეთრს შეადგენს, ხოლო რეგიონებში — 40-დან 50 თეთრამდე. მიმდინარე კურსია: 1 აშშ დოლარი — 2,63 ლარი.

ბუნებრივ აირზე ტარიფები ბოლოს 2005 წელს გადაიხედა

 

 

ყველა ახალი ამბავი
0