თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (GNERC) ბუნებრივ აირზე ტარიფების გადახედვას იწყებს, განაცხადა კომისიის წევრმა გოჩა შონიამ ტელეკომპანია Rustavi 2-ის ეთერში.
ამჟამად თბილისში ბუნებრივი აირის ტარიფი 1 კუბურ მეტრზე 45,62 თეთრს შეადგენს, ხოლო რეგიონებში — 40-დან 50 თეთრამდე. მიმდინარე კურსია: 1 აშშ დოლარი — 2,63 ლარი.
„ბუნებრივი გაზის სექტორში ტარიფები 2005 წლის შემდეგ არ გადათვლილა. ეს დიდი პერიოდია, ამ პერიოდის განმავლობაში მოხდა ძალიან ბევრი ცვლილება ამ სექტორში, შემოვიდნენ ახალი მოთამაშეები, განხორციელდა ახალი ინვესტიციები, მოხდა კომპანიების გამსხვილება, შესაბამისად, მარეგულირებელი კომისია პროცესების, გარემოებების გათვალისწინებით, სატარიფო რეგულირებას იწყებს ამ სექტორში“, — განაცხადა შონიამ.
ამავე დროს შონიამ ბუნებრივ აირზე ტარიფის გაძვირება არ გამორიცხა და განაცხადა, რომ ყველაფერი ცნობილი მას შემდეგ გახდება, რაც GNERC განაცხადებს განიხილავს.
საქართველოში 2014 წლის 1 ნოემბრიდან ახალი აბონენტებისთვის ბუნებრივი აირის სექტორის ქსელში ჩართვის გადასახადი 600-დან 400 ლარამდე შემცირდა.