აგროდაზღვევა ეტაპობრივად სრულად კომერციულ საწყისებზე უნდა გადავიდეს

© FB/ Enpard - საქართველოაჭარის სოფლის, ბუთურაულის ფერმერები
აჭარის სოფლის, ბუთურაულის ფერმერები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლო რამდენიმე წელია, რაც სოფლის მეურნეობის მიმართულებით სახელმწიფო რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. წინა წლებთან შედარებით შემცირებულია სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2017 წლის ბიუჯეტი. თუმცა, არსებობს პროექტები, რომლებიც გრძელდება. ერთ-ერთი მათგანია აგროდაზღვევის პროექტი.

ირაკლი ჩიქავა — საკონსულტაციო კომპანია „აგრო სოლუშენსის“ კომერციული დირექტორი

აგროდაზღვევის პროგრამაში მიმდინარე წლიდან სახელმწიფოს თანამონაწილეობა ყველა კულტურაზე 70% იქნება, ხოლო ვაზზე — 50%. თუ ფერმერს მიწა რეგისტრირებული აქვს, სუბსიდიის მოცულობა 10%-ით იზრდება. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად აგროდაზღვევის პროგრამა ფერმერებს მოსავლის 70-დან 95%-მდე სუბსიდირებას სთავაზობდა. 

აგროდაზღვევის პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელსაც საკუთრებაში, სარგებლობასა ან ფაქტობრივ მფლობელობაში აქვს არაუმეტეს 5 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. გამონაკლისია ხორბლის ნათესი და პროგრამაში შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ბენეფიციარმა, თუ ის ფლობს არაუმეტეს 30 ჰექტარ ხორბლის ნათესს. ასევე ნებისმიერ ბენეფიციარს, რომელიც ფლობს, მაგალითად, 100 ან 200 ჰექტარს, შეუძლია 5 ჰექტარი მიწის ნაკვეთის დაზღვევისას სახელმწიფოსგან თანადაფინანსება მიიღოს.

ვაშლის ინტენსიური ბაღები თბილისის მახლობლად სართიჭალაში - Sputnik საქართველო
რა სახის ხელშეწყობა სჭირდება ფერმერს სახელმწიფოსგან

აგროდაზღვევის ახალი პროგრამისთვის ბიუჯეტიდან წელს 7 მილიონი ლარი გამოიყო, რაც 3 მილიონით ნაკლებია გასული წლის დაფინანსებაზე. 

აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა 2014 წელს დაიწყო და უკვე 3 წელია მიმდინარეობს. პროექტი მიზნად ისახავს აგროსექტორში სადაზღვევო ბაზრის განვითარებას, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობას, აღნიშნული საქმიანობით დაკავებული პირებისთვის შემოსავლის შენარჩუნებას და რისკების შემცირებას.

დაინტერესებულ ბენეფიციარებს სადაზღვევო პოლისის შეძენა შეუძლიათ საქართველოში მოქმედ 4 სადაზღვევო კომპანიაში:

ალდაგი

ჯი პი აი ჰოლდინგი

აი სი ჯგუფი

არდი ჯგუფი

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სადაზღვევო პოლისი დაფარავს შემდეგ სადაზღვევო  რისკებს:

სეტყვა

წყალდიდობა

ქარიშხალი

საშემოდგომო ყინვა (მხოლოდ ციტრუსოვანი კულტურებისათვის) — 1 სექტემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში.

ზეთისხილის პლანტაცია კახეთში - Sputnik საქართველო
რა პროდუქციას შესთავაზებს საქართველო ახლო მომავალში საერთაშორისო სასურსათო ბაზრებს

აღსანიშნავია, რომ 2014–2016 წლებში აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში გაცემულია 47 485 პოლისი; დაზღვეული ფართობი შეადგენს 39 138 ჰა-ს; ჯამში დაზღვეულ იქნა 326 842 630 ლარის მოსავალი; ფერმერების მიერ დაზღვევის მომსახურებაში გადასახდელი თანხიდან სახელმწიფომ 22 051 912 ლარის სუბსიდირება მოახდინა; 2 წლის განმავლობაში ანაზღაურებულმა ზარალმა 19 მლნ ლარამდე შეადგინა.

2014 წელს აგროდაზღვევის საპილოტე პროგრამას 21 ათასი ბენეფიციარი ჰყავდა. 2016 წელს კი 16 ათასამდე პირი სარგებლობდა აღნიშნული პროგრამით. მიუხედავად იმისა, რომ აგროდაზღვევით 2016 წელს გაცილებით ნაკლებმა პირმა ისარგებლა, ვიდრე 2014 წელს, უნდა აღინიშნოს, რომ 2016 წელს, 2015 წელთან შედარებით ბენეფიციარების რაოდენობა ორჯერ გაიზარდა. 

ირაკლი ჩიქავა - Sputnik საქართველო
უნდა ვაწარმოოთ ის პროდუქტი, რომელიც მომგებიანია და არა ის, რაც გვიყვარს

ზოგადად, პროექტის შედეგების მიმართ ფერმერებში არაერთგვაროვანი დამოკიდებულება იყო. ბევრი კმაყოფილია, ბევრიც უკმაყოფილო. უკმაყოფილების მიზეზი კი რამდენიმე ფაქტორია:

— ფერმერები არ ფლობენ სრულ ინფორმაციას აღნიშნული პროექტის შესახებ, შესაბამისად, როცა ზარალის ფაქტი დგება, მაშინ იგებენ პროექტის დეტალების შესახებ ინფორმაციას და ხშირად კონფლიქტურ სიტუაციამდე მიდის საქმე. აგროდაზღვევის შესახებ ინფორმაციის ფერმერებისთვის მიწოდების საკითხში სახელმწიფომ გარკვეული ნაბიჯები გადადგა და ამან შედეგი გამოიღო — 2016 წელს ორჯერ მეტმა პირმა ისარგებლა აგროდაღვევით, ვიდრე 2015 წელს. თუმცა ამ მიმართულებით კიდევ ბევრია სამუშაო. 

— ზარალის შეფასება ყველა სადაზღვევო კომპანიის მიერ საერთო მეთოდით არ ხდება, შესაბამისად, ამ მხრივ ხშირია უკმაყოფილება, რადგან ერთ ზონაში დაზარალებულ პირებს სხვადასხვა კომპანიები სხვადასხვა პროცენტით უნაზღაურებენ ზარალს. 

სოფლის მეურნეობა - Sputnik საქართველო
რა ცვლილებია აგროდაზღვევის პროგრამაში 2017 წელს

— ზოგადად, ვფიქრობთ, რომ აგროდაზღვევა ეტაპობრივად მთლიანად კომერციულ საწყისებზე უნდა გადავიდეს და სადაზღვევო კომპანიებისთვის ეს სფერო მიმზიდველი უნდა გახდეს. სახელმწიფო გლეხისა თუ ფერმერის არცოდნაში ფულს არ უნდა იხდიდეს. თუმცა აქამდე მისასვლელები ვართ. გამოსავალი და ამ მიზნამდე მისვლის გზა კი ერთადერთია — თანამედროვე ტექნოლოგიების და ცოდნის იმპორტი საქართველოში, რათა ჩვენი მეურნეობები მომგებიანები გახდნენ და უფრო მეტ პროდუქტს აწარმოებნდენ ერთ ერთეულ ფართობზე. ეს ყველაფერი კი შედეგს აუცილებლად მოიტანს. სახელმწიფოც არ დახარჯავს ფულს აგროდაზღვევის პროგრამაში და სადაზღვევო კომპანიებისთვისაც მომგებიანი სფერო გახდება. შესაბამისად, აღნიშნული კომპანიების ტარიფებიც ქვევით დაიწევს და ფერმერებიც გააზრებულად ისარგებლებენ აგროდაზღვევის პროდუქტით.

ყველა ახალი ამბავი
0