"აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში წელს ფერმერებს წინა წლებთან შედარებით სადეაზღვეო კომპანიებისთვის ნაკლები პრემიის გადახდა მოუწევთ," აღნიშნა გიორგი გიგოლაშვილმა " Sputnik საქართველოსთან" საუბრისას.
აგროდაზღვევის პროგრამა 2014 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდა და მიზნად ისახავს აგროსექტორში სადაზღვევო ბაზრის განვითარებას, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობას, აღნიშნული საქმიანობით დაკავებული პირებისთვის შემოსავლის შენარჩუნებას და რისკების შემცირებას. დაინტერესებულ ბენეფიციარებს სადაზღვევო პოლისის შეძენა შეუძლიათ საქართველოში მოქმედ ოთხი სადაზღვევო კომპანიაში, ესენია: ალდაგი, ჯი პი აი ჰოლდინგი, აი სი ჯგუფი DA არდი ჯგუფი. პროგრამის ფარგლებში სადაზღვევო პოლისი დაფარავს შემდეგ სადაზღვევო რისკებს: სეტყვა უცხვი ნალექი, ქარიშხალი, საშემოდგომო ყინვა (მხოლოდ ციტრუსოვანი კულტურებისათვის) – 1 სექტემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში.