თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ასი წლის იუბილეს ფესტივალით აღნიშნავს

© Tbilisi Conservatoireკონსერვატორიის დარბაზი
კონსერვატორიის დარბაზი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფესტივალი მოიცავს ფართო პროგრამას და მასში მონაწილეობენ როგორც დამწყები, ისე აღიარებული ქართველი მუსიკოსები.

თბილისი, 1 მაისი — Sputnik. ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 100 წლის იუბილეს მუსიკალური ფესტივალით აღნიშნავს, რომელიც კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში 1 მაისს დაიწყება.

პიანისტი, დირიჟორი და კომპოზიტორი ეციო ბოსო - Sputnik საქართველო
გამოჩენილი იტალიელი დირიჟორი და პიანისტი ეციო ბოსო თბილისს ეწვევა

ღონისძიებას გახსნის სტუდენტური სიმფონიური ორკესტრი და კონსერვატორიის გუნდი მირიან ხუხუნაიშვილის დირიჟორობით. გახსნის ცერემონიას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება.

აჟღერდება ანტონინ დვორჟაკის უვერტიურა "კარნავალი" სერგეი რახმანინოვის "რაფსოდია პაგანინის თემაზე" და მოცარტის Regina Coeli.

სოლისტებს შორის არის ახალგაზრდა ქართველი პიანისტი და კომპოზიტორი, მრავალი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი სანდრო ნებიერიძე.

საიუბილეო ფესტივალი, რომლის პროგრამაში მრავალი კონცერტია, მაისის ბოლომდე გაგრძელდება. დაგეგმილია ქართული ტრადიციული მუსიკის, სიმფონიური, საგუნდო, ჯაზური მუსიკის საღამოები, ასევე ცნობილი პედაგოგებისა და კომპოზიტორების კლასების გამოსვლა, შემოქმედებითი საღამოები და ხსოვნის საღამოები.

დეტალური აფიშა იხილეთ კონსერვატორიის ვებ-გვერდზე.

პეტრე ჩაიკოვსკი, 1887 წელი - Sputnik საქართველო
პეტრე ჩაიკოვსკი: უფრო ახალგაზრდა რომ ვიყო, სამუდამოდ დავრჩებოდი ტფილისში

ფესტივალი დასრულდება ვოკალური მუსიკის კონცერტით. მსმენელის წინაშე წარდგებიან იანო ალიბეგაშვილი, ირმა გიგოლაშვილი, გიორგი გაგნიძე, სულხან გველესიანი, თამარ ივერი, ანა კასიანი, ანა კიკნაძე, მარიკა მაჩიტაძე, ნიკოლოზ ლაგვილავა, მზია ნიორაძე, მიხეილ კოკელიშვილი, ნანა ქავთარაშვილი, მაყვალა ქასრაშვილი და ალექსანდრე ხომერიკი.

გალა-კონცერტი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ეძღვნება და 26 მაისს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე გაიმართება.

ფესტივალი ტარდება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის პატრონაჟით.

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია საქართველოს პირველი უმაღლესი სასწავლებელია, რომელიც 1917 წლის 1 მაისს გაიხსნა. მრავალი წლის განმავლობაში თბილისის კონსერვატორია ევროპული ტიპის ერთადერთი მუსიკალური სკოლა იყო კავკასიის რეგიონში. სახელმწიფო კონსერვატორიის სტატუსი სასწავლებელმა 1924 წელს მიიღო, ხოლო დიდი ქართველი მომღერლის ვანო სარაჯიშვილის სახელი 1947 წელს მიენიჭა.

ყველა ახალი ამბავი
0