გამოჩენილი იტალიელი დირიჟორი და პიანისტი ეციო ბოსო თბილისს ეწვევა

© FB / Ezio Bossoპიანისტი, დირიჟორი და კომპოზიტორი ეციო ბოსო
პიანისტი, დირიჟორი და კომპოზიტორი ეციო ბოსო - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოჩენილი იტალიელი პიანისტი, დირიჟორი და კომპოზიტორი ეციო ბოსო თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეტრის სცენაზე სიმფონიურ ორკესტრს უხელმძღვანელებს.

თბილისი, 29აპრილი-Sputnik. მსოფლიოში სახელგანთქმული იტალიელი პიანისტი, დირიჟორი და კომპოზიტორი ეციო ბოსო საქველმოქმედო კონცერტ „ნატვრის ხეს“ საპატიო სტუმრის რანგში ეწვევა.

კონცერტი ზაქარია ფალიაშვილის სახელობის, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სცენაზე 1 მაისს გაიმართებაეციო ბოსომ ბრწყინვალე მუსიკალური განათლება ვენასა და ტურინში მიიღო. 16 წლისა ევროპის სხვადასხვა ორკესტრებში პიანისტის რანგში დაიწყო თავისი კარიერა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გამოდიოდა როგორც სოლისტი და დირიჟორი. მრავალი საკუთარი კომპოზიციის ავტორმა თავისი სადებიუტო ალბომი The 12th room მხოლოდ 2015 წელს გამოსცა.

ბოსოს ეკუთვნის მრავალი ფილმის  საუნდტრეკი, მათ შორის გამოსარჩევია გაბრიელე სალვატორესის „არ მეშინია“, რომელმაც განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა.

ეციო ბოსო 45 წლისაა. 2011 წელს ექიმებმა  დაუსვეს დიაგნოზი — გვერდითი ამიოტროფიული სკლეროზი (ცენტრალური ნერვული სისტემის მოურჩენელი დაავადება). თუმცა ავადობა ხელს არ უშლის ნიჭიერ მუსიკოსს.

თბილისურ კონცერტზე ბოსო ოპერის თეტრის სიმფონიურ ორკესტრს უხელმძღვანელებს.

ნინო სურგულაძე - Sputnik საქართველო
თბილისში ნინო სურგულაძის საქველმოქმედო გალა-კონცერტი გაიმართება

ეციო ბოსოსთან ერთად, საღამოს სტუმრები იქნებიან გამოჩენილი იტალიელი სოპრანო კარმენ ჯანატაზიო და ახალგაზრდა ბრიტანელი ვირტუოზი პიანისტი და კომპოზიტორი ოლივერ პული.

სცენაზე ვიხილავთ საღამოს მასპინძელსაც, ფონდის დამაარსებელ და საქვეყნოდ ცნობილ ქართველ მომღერალ მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძეს. ეს ფონდის მეშვიდე საქველმოქმედო კონცერტია, რომლებსაც მომღერალი თბილისში მართავს.

საქველმოქმედო ფონდი „ნატვრის ხე“ თბილისში 2014 წელს დაარსდა და ქართველი საზოგადოებისა და მსოფლიოს ვარსკვლავების დახმარებით ორმოცდაათამდე ბავშვს აჩუქა სიცოცხლე.

„ბავშვების უმრავლესობა  საზღვარგარეთ მკურნალობას საჭიროებდა და ურთულესი ოპერაციები ჩაუტარდათ. საქველმოქმედო ფონდის სატელეფონო ნომერზე ამ დროისთვის ორასი ათასზე მეტი ზარია დაფიქსირებული“,- ნათქვამია ფონდის განცხადებაში.

ბანკში საქველმოქმედო ანგარიშის ნომერია TBS GE18TB7276636080100005. მსურველებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ქველმოქმედებაში სატელეფონო ზარის მეშვეობითნომერზე 098 01 900 999. ზარის ღირებულება ერთი ლარია (დაახლოებით 0.4 დოლარი).

საღამოზე დასასწრები ბილეთები შეიძლება შეიძინოთ საიტზე tkt.ge


ყველა ახალი ამბავი
0