თბილისში ნინო სურგულაძის საქველმოქმედო გალა-კონცერტი გაიმართება

© photo: Nino Surguladze / FBნინო სურგულაძე
ნინო სურგულაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
კონცერტზე „ნინო სურგულაძე და მეგობრები“ უცხოელი და ქართველი შემსრულებლები გამოვლენ.

თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. საახალწლო საქველმოქმედო გალა-კონცერტი ქართველი და უცხოელი ვარსკვლავების მონაწილეობით 28 დეკემბერს გაიმართება. საღამოს ქართველი საოპერო მომღერალი ნინო სურგულაძე უმასპინძლებს.

თბილისის საკონცერტო დარბაზის (ფილარმონიის) სცენაზე გამოვლენ ცნობილი პიანისტი ოლივერ პული და მუსიკოსი სპად დი ფაიფერი შოტლანდიიდან, იტალიელი კომპოზიტორი და პიანისტი ფრანჩესკო ტასკაიალი, ქართველი მომღერლები სოფო კაკულია და ნიკა ნიკაშვილი.

დედა სიდონია - Sputnik საქართველო
დედა სიდონიას ლოცვით გამთბარი სამკაული და ფერთა საოცარი გამა

საღამოზე ასევე დაგეგმილია გორის ქალთა კამერული გუნდის, კორსიკული მუსიკალური ჯგუფი „სარტენეს“, იტალიური ჯგუფი „ლე დივას“, ქართული ანსამბლების — „რუსთავის“, „გეორგიკას“, „ირაოს“, „ბასიანისა“ და „ქართული ხმების“ გამოსვლა.

საღამოს აკომპანირებას გაუწევს ევგენი მიქელაძის სახელობის სიმფონიური ორკესტრი მირიან ხუხუნაიშვილის დირიჟორობით.

გალა-კონცერტი, რომლის ორგანიზატორია ნინო სურგულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ნატვრის ხე“, საქველმოქმედო იქნება. კონცერტის მსვლელობისას ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება ჩაერთოს აქციაში და დაეხმაროს მძიმედ დაავადებულ ბავშვებს, რომელთაც ძვირადღირებული მკურნალობა ესაჭიროებათ.

„ნატვრის ხე“ 2014 წელს დაარსდა. მისი მიზანია ბავშვების ეფექტური მკურნალობისა და სამედიცინო რეაბილიტაციის ხელშეწყობა. ფონდის დაარსებიდან დღემდე, სხვადასხვა საქველმოქმედო აქციის შედეგად, ათობით მძიმედ დაავადებული ბავშვის სიცოცხლე გადარჩა.

© Sputnik / Maria Tsimintiaსაახალწლო აფიშა
საახალწლო აფიშა - Sputnik საქართველო
საახალწლო აფიშა

 

ყველა ახალი ამბავი
0